პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მე ვინც მიყვარდა


მე რომ მიყვარდა, ის არი,
ოცნება გამიდიადა,
იმისთა თვალთა ისარი
გულზე მაჩნია ტყვიადა.

საგულეს ის არ ჩადგება,
სხვადასხვათ თანატოლობა,
იმას რად გამოადგება
მონადირისა ცოლობა.

ბევრი მოგიკლავს ტახები, –
ყვირილი გახსოვს ირემის,
ახლა მეც გაგეძრახები,
შენ, ჩემო თოფო ყირიმის.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button