პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ვიღაცა რეკავს ღამღამობით ზარს ..
ვიღაცა რეკავს ღამღამობით ზარს
მაღალ მთებს იქით, უხმო ღელეში,
ხმას უდარაჯებს სივრცე უკუნი
და დაუცხრომელ ბარის გუგუნი,
სადღაც შორს, შორს მიაქვს მთების ქარს
და ფანტავს ღამის ყრუ სიბნელეში.
არ მეძინება… ვისთვისმე ამ ქარს
აგება თუ სურს ჩვეული წესის,
წესის აგება თუ უნდა თორემ,
რად დამწვა გული შენმა სიშორემ?
ვიღაცა რეკავს ღამღამობით ზარს,
ვიღაც მთებს იქით კვნესის და კვნესის!