პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ი. ა.
ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით – მიმოზებით,
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა:
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.