პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ლექსი, დაწერილი უამინდობაში

რა ამაოდ ძლევას ფიქრობს
რღვევა ელვის სარკეთა.
ვერ დამძალავს, ვერ შემიპყრობს
შიში, სასოწარკვეთა.

რა ამაოდ გზას იახლებს,
რომ წაშალოს საზღვარი.
ვერაფერსაც ვერ დამაკლებს
ღვართქაფი, ნიაღვარი.

ამაოდ ხმას ნიაღვარი
ქუხილად გადააქცევს,
ვერრაგვარი, ვერრაგვარი
გრიგალი ვერ წამაქცევს.

თუ საქვეყნო, არ-ამაო,
ზრუნვა გულს არ შორდება –
მითხარ, ზღვაო, შავო ზღვაო,
რა არ გამოსწორდება!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button