პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ითვლის თვითეულ მისხლით
მაგრამ, ის ითვლის თვითეულ მისხლით,
ამაყი იმით,
რომ არა პირველს გაუშრო სისხლი
ბოროტი ღიმით.
ის მიდის, თითქოს სიცივეს ვარცხნის
და ქარში ელავს,
სილები მარჯვნივ, სილები მარცხნივ,
სილები ყველას.
ო, დიდი ჰქონდა მას ხალხის ხათრი,
მარადი ტემა;
გაბრწყინებული ღამის თეატრი
და ტაშის ცემა.
მიდის ნამდვილი ბოჰემის ჯიში,
რაა არ იცის…
არც გააფთრებულ მკლავების შიში,
არც თათქარიძის.