პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მოგონების ნაზი მტვერი ..
მოგონების ნაზი მტვერი
ანთებული ლალის ჭიქით,
ნისლში გაქრა ყველაფერი,
ყველაფერი დარჩა იქით.
და იქ სადაც ელვებს შვენის
ხავერდები გობელენის,
მთა და ბარი შევაჯერე –
დაყენება მსურდა ცხენის –
მაგრამ ვეღარ შევაჩერე.