ახალი ამბებიბიზნესიმსოფლიო

ნორვეგიაში გაიხსნა ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი „Under”

ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროზე, ზღვის მკაცრ სანაპიროზე ღირსშესანიშავი ადგილების რიცხვს კიდევ ერთი შეემატა. მონახულების მსურველთათვის კომპანია Snøhetta-მ გახსნა რესტორანი “Under”. რესტორნის უდიდესი ნაწილი წყლის ქვეშაა განთავსებულია. მისი მთავარი დარბაზის ფანჯრები წყლის ზედაპირიდან რამოდენიმე მეტრის ქვემოთ ზღვაში იმყოფება.

image.jpeg

არსებითად, რესტორანი მეტად არასტანდარტულ ინჟინრულ ნიმუშს წარმოადგენს. იგი აგებულია რკინაბეტონისგან და შემდეგ გადაიტანეს დამონტაჟების ადგილას. ჰერმეტული ფანჯრები, ტიხრები, კომუნიკაციათა უმეტესობა – ყველაფერი წინასწარ დამონტაჟდა ახლომდებარე ქარხანაში. შენობა ნაწილობრივ ჩაუშვეს წყალში არსებულ ბეტონის საძირკველზე და მასზე მიამაგრეს. 

image.jpeg

სტრუქტურის სიღრმე 34 მეტრია, ფართობი – 600 კვ.მ. კედლების სისქე 1 მეტრს აღემატება. კონსტრუქციის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათი ქმნილება ნებისმიერი სიმძლავრის შტორმს გაუძლებს, მათ შორის პროგრონიზირებად კატაკლიზმებს, რომელთაც „საუკუნის ქარიშხლებს“ უწოდებენ. სიმტკიცისა და გამძლეობის უზრუნველყოფის გამო ინჟინრებს უარის თქმა მოუხდათ პროექტში თავდაპირველად შეტანილ  დიდ პანორამულ ფანჯრებზე და შემოიფარგლნენ უბრალო ფანჯრებით, რომელთა სისქეც კედლების მსგავსად ერთ მეტრზე მეტია. რესტორნის მთავარი დარბაზი 5 მეტრის სიღრმეზე იმყოფება, რესტორნის შესასვლელი კი დედამიწის ზედაპირზეა – შენობა ვიზუალურად „ჩადის“ ზღვაში. 

image.jpeg

ძირითადი დანიშნულების გარდა, “Under” გახდება იმპროვიზებული ლაბორატორიაც. მის შიდა პარამეტრზე დაყენებულია სხვადასხვა სახის სენსორები, რომლებითაც იზომება გარემოს მდგომარეობა და ხდება დაკვირვება ზღვის ბინადრებზე. ყველაზე დიდ სიღრმეზეა განთავსებული მთავარი საექსპერიმენტო მოედანი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ექსპერიმენტი და დაკვირვება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button