პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მოტორი მღერის

ციკლიდან „ეპოქა“

მოტორი მღერის
აღელვებულს და წარმტაც ჰანგებს,
მოტორი ჰანგით
დაატყვევებს მანქანებს – მხეცებს,
მოტორი მთელი
სიამაყით ღამეს განაგებს,
მოტორი ისევ
იმ ადგილას ტრიალებს, ეძებს.
მოტორი ისმენს,
ისმენს ვნებით, ისმენს დუმილით.
ქარხანა ისმენს,
გამურულით სავსე კაცებით,
ქარხანა ისმენს
თავის შრომას, ფიქრით-ღუმელით,
ქარხანა შრომობს
სიხარულით და აღტაცებით.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button