პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ნაწყვეტები
ყაყაჩო აყვავებულა,
ვარდი ყელამდე მოსულა,
სიო სისინებს და ბაღი
შვენებით გარემოცულა.
მიყუჩებულა, დაღლილა
სიმშვენიერე გრძნეული,
და სცურავს მთვარე ზეცაში
ოქროს შიბ-შემოხვეული.
მე კი ყვავილებს დავეძებ
მიუსაფარი, დაღლილი,
ვერსად ვიპოვე, რომ მინდა
ერთი ისეთი ყვავილი.
და ბაღი თითქო უსულო
შვენებით გარემოცულა,
ყაყაჩო აყვავებულა,
ვარდი ყელამდე მოსულა!