პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ოპერის თეატრთან

იყო გრიგალი, იყვენ ნგრევანი,
მაინც გადარჩა ჩრდილი ამხელა,
იქ აღარ რეკავს ის შადრევანი,
იმ იდუმალთა მხარეთ გამხელა.

გარინდდა დღეთა გადარხევანი
ოცნებათ, რამაც ასე დამღალა,
ღამით მაღლა დგას ვით ტახტრევანი,
ბედმა რომ ტფილისს გადმოახალა.

წავლიან დრონი – მაგრამ ნობათად
დადაღულ გულებს, ღამის ნიავებს
ალერსად აღარ მიუღიავებს.

სადღაა მხარე იმა გრძნობათა?
იქ ერთად-ერთი, გრძნობა შიშველი
აღარ გაჰკივის სარაჯიშვილი!..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button