პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – როგორც ზღაპრული მზეთუნახავი ..
როგორც ზღაპრული მზეთუნახავი,
თვლემდა ჭაობქვეშ ძველი კოლხიდა.
შენ მას წარსულის ქერქი აჰხადე
და შენც გამოხველ შენი ქოხიდან.
ბატონის კარზე ხარკს რომ იხდიდი,
სახლში უპუროდ გისხდნენ ბალღები.
შინ ბრუნდებოდი ღონემიხდილი,
შენთვის ამაო შრომით დაღლილი.