პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ორი ქვეყანა ..
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ორი ქვეყანა
ერთმანეთს რომ დაეჯახება,
გააფთრებული რაზმის რაზმთან
როს ომებია
ცეცხლის ღრუბლებით
როს აანთებს
ცას აჯანყება,
მეც ამნაირ დროს
ო, რამდენჯერ
მომნდომებია –
გაბრძმედდეს ცეცხლში,
რაც კი ძველი, ღრმა ტომებია.
ვინ იფიქრებდა,
რომ ამოდენა,
გრანდიოზული
საქმე გველოდა?
ასეა ტემპი,
ასეა დენა
რევოლუციონურ
საქართველოთა.
ო, მეგობრებო,
(უბრალოდ ვისაუბროთ),
როგორი ქართული ხმა
უნდა ისმოდეს
აქ, ამნაირ დროს?