პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რა საჭიროა სიტყვები? მჯერა
რა საჭიროა სიტყვები? მჯერა!
რაღაც წყურვილით და გაგიჟებით,
როგორც სიცოცხლე და ბედისწერა,
თქვენ გაზაფხულზე მეპატიჟებით.
მეხი გავარდა და შორეული
მიჩუმდა ისევ რისხვა ერთჯერი,
გათავდა ბრძოლა ცოფმორეული,
სადაც ღრუბლების იდგა გლეტჩერი.
სალამი ნგრევას, ვისში გვიანი
აღფრთოვანება იყოს ნეტავი,
დღე წამოიჭრა ოქროსთმიანი,
დღე ახალგაზრდა და გამბედავი.
მზე დედამიწას სუნთქვას უდიდებს,
სადაც ძეგლები არის დარგული,
აღმოსავლეთით ის მიუთითებს:
იქ საუნჯეა გადამარხული…