პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე პირველი მაისი
ლექსი წარმოთქმული არალეგალურ
საღამოზე 1908 წელს, პირველ მაისს
პირველი მაისი,
პირველი მაისი,
პირველი მაისი
მოვიდა ამაყი:
წითელი ყაყაჩო
თუ იასამანი,
ხავერდის ვარდები
და თეთრი ზამბახი.
მეფეს კი, მეფეს კი –
ქარით და გრიგალით,
თითქო არავისა
და არარაისი –
ციხეში, ბორკილში,
შიმშილში, ომებში
სურს ჩაკლას მუშათა
პირველი მაისი.
დრო მოვა და ისევ
პროლეტარიატი
მაისის ვარდებით
სიცოცხლეს აივსებს.
სალამი იმ დღეებს,
სალამი იმ ბრძოლებს,
იმ ნათელ გაწევას,
იმ პირველ მაისებს!