პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო

უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!
შენ, როგორც კლდეებზე მერანი უბელო,
მიგაფრენს მუსიკის მღელვარე ნაკადი,
ხევების ქარის ხმა, ნამქერთა ღაღადი.
რა გრძნობა მომესმის, რა ცეცხლი, რა ნიჭი!
ეს არის დღეს ჩემთვის ახალი ნაბიჯი.
ქარბუქი, ნიავი, ხანძარი თუ შუქი
უნდა შენ გბაძავდეს და იყოს მსუბუქი…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button