ეკონომიკა

ჰანს-ჰერმან ჰოპე

ჰანს-ჰერმან ჰოპე (Hans-Hermann Hoppe) გერმანელ-ამერიკელი ეკონომისტი, თანამედროვე ავსტრიული ეკონომიკური სკოლის და ლიბერტარიანული ანარქო-კაპიტალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ჰანს ჰოპე საარბრიუკენის და გოეთეს უნივერსიტეტებში სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიას, ისტორიას და ეკონომიკას. გერმანიაში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 1986 წელს, გადავიდა აშშ-ში, სადაც მარი როთბარდს დაემოწაფა და ლიბერტარიანიზმისა და ანარქო-კაპიტალიზმის მკვლევარი გახდა. 2008 წლამდე მუშაობდა ეკონომიკის პროფესორად ნევადის უნივერსიტეტში (ლას-ვეგასი), აგრეთვე ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალის“ („Journal of Libertarian Studies“) მთავარ რედაქტორად. 2005 წელს დააფუძნა საერთაშორისო გაერთიანება „საკუთრება და თავისუფალი საზოგადოება“ („The Property and Freedom Society“), რომელიც საბაზრო რადიკალიზმით და სამეცნიერო უკომპრომისობითაა ცნობილი.

ჰანს ჰოპეს მთავარი ნაშრომებია: „პრაქსეოლოგია და ეკონომიკური მეცნიერება“ (1988), „სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“ (1989), „კერძო საკუთრების ეკონომიკა და ეთიკა: პოლიტიკური ეკონომიისა და ფილოსოფიის კვლევა“ (1993), „ეკონომიკური მეცნიერება და ავსტრიული მეთოდი“ (1995), „ბუნებრივი ელიტები, ინტელექტუალები და სახელმწიფო“, „დემოკრატია – დამარცხებული ღმერთი: მონარქიის, დემოკრატიის და ბუნებრივი წესრიგის ეკონომიკა და პოლიტიკა“ (2001)

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button