Brave-ის ხელმძღვანელი: NFT-ის აქვს scam-ის ნიშნები ისევე, როგორც ინტერნეტს ჰქონდა ადრეულ წლებში
NFT სივრცე სავსეა სხვადასხვა სისულელითა და თაღლითობით, რაც დამახასიათებელი იყო ინტერნეტისთვის მისი წარმოქმნის საწყისი ეტაპიდან გარკვეულ ტრანსფორმაციამდე პერიოდში. ამის შესახებ განაცხადა Brave-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Brendan Eich-მა TechRadar-თან ინტერვიუში.
„ჩვენ ვიმყოფებით Web 3.0-ის ადრეულ ეტაპზე და არავინ იცის, ეს რას ნიშნავს. განსაკუთრებით NFT-ის შემთხვევაში. Web 1.0-ისა და Web 2.0-ის პირველ დღეებშიც ასევე იყო ბევრი არასერიოზული ვებ-გვერდი და თაღლითობა. ასე ხდება საზღვრისპირა ქალაქებში, სანამ ქუჩებს არ მოაასფალტებთ და განათებებს არ აანთებთ“, – განაცხადა მან.
კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა კრიპტო საზოგადოებაში ტრაიბალიზმის არსებობა და ხაზი გაუსვა Brave-ის სურვილს – მოახდინოს დისტანცირება ჯგუფური იზოლაციის ასეთი კონცეფციისგან. Eich-ის თქმით, ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას ინდუსტრიას:
„როდესაც ვსაუბრობთ კრიპტოკულტურაზე, არ არსებობს ერთიანი საზოგადოება. არიან ისეთებიც, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი თავიანთი პროექტის მიმართ და მიიჩნევენ მას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ გზას. […] მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება ძალიან შორს წავიდეს.”
The Walt Disney Company-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ აიგერმა შეშფოთება გამოხატა სექტორში საავტორო უფლებების დარღვევის გამო.
ადრე Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს NFT ბაზარზე ფიქტიური ვაჭრობის “მნიშვნელოვანი” მოცულობების არსებობისა და ფულის გათეთრების მიზნით უკანონო აქტივების შემოდინების შესახებ.