პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა

ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ზაფხულის ტყეებს გადაახალა.
ისმოდა ხმები ახალ-ახალი,
ტყე ტაძარივით იყო მაღალი.

ველად ბალახი იყო კეცილი,
როგორც სიმშვიდე და სარეცელი,
ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა,
ქარმა ტყეებს რომ გადაახალა.

ატყდა ქუხილი, გავარდა მეხი, –
გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს,
ხევში, ხრამებში, ატყდა ხარხარი
და წამოვიდა წვიმა ჩქარ-ჩქარი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button