ქართული გვარები

ავგაროზიშვილი – ( ქართული გვარ – სახელები )

ავგაროზიშვილს წინ უსწრებდა გვარი ავგაროზისძე. 1400 წელს, თემურ-ბეგის ლაშქრობასთან დაკავშირებით, გრიგოლ შანდაძე-ავგაროზიშვილი წერს: „მას ჟამსა შინა დამიცვა ღმერთმა ხელთაგან მათთა და შემდგომ მცირედისა ჟამისაი, დავრჩი ობოლი ხუთთა ძმათაგან და ვტიროდი თავსა ჩემსა მე, გრიგოლ შანდაძე-ავგაროზიშვილი… და დავხსენ წიგნი, პარაკლიტონი, სამოციქულო, ავგაროზი… წმინდაო მამანო, მეფეთა და პატიოსანთა პატრონთა სამსახურისგან ესოდენ შევძელი და შენდობით მომიხსენიეთ“.
ავგაროზიშვილები სოფელ წიფორიდან სოფელ კოდაში გადასულან.
კოდელმა თევდორე ავგაროზიშვილმა 1829 წელს იქორწინა ნადარბაზევში მცხოვრებ მათეს ქალზე, ტასიაზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა აბრამა ხუროშვილმა. თავდებნი იყვნენ: სარბაქა მეკოკისშვილი, არუთინა დალაქიშვილი, პავლე თათარაშვილი.

საქართველოში 37 ავგაროზიშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 28, რუსთავში – 5, თბილისში – 4.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button