აბო თბილელის წამება – შინაარსი
აბო თბილელის წამება („წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოჲსი“) — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც გაქრისტიანებული არაბი აბოს მოწამეობრივ აღსასრულზე მოგვითხრობს.
თხზულება ოთხი თავისგან შედგება. პირველი თავი წარმოადგენს თავისებურ შესავალს, რომელშიც ავტორი, აღნიშნავს თუ როგორი ცვალებადობა და რყევა დაიწყო არაბთა ბატონობის გამო ქართლში, მოუწოდებს მსმენელს — ყური დაუგდონ მის სიტყვებს და გაითვალისწინონ იმ ადამიანის პიროვნება, რომელიც „უცხო უცხოჲთა სჯულითა მოვიდა“ და ქრისტიანობა მიიღოო. მეორე თავი მოგვითხრობს აბოს ქართლში შემოსვლას, მის გადაადგილებას ნერსე ერისთავთან ერთად და მის გაქრისტიანებას. მესამე თავი აგვიწერს აბოს გასამართლებასა და წამებას. მეოთხე თავი, „ქება წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი“, წარმოადგენს აბოს შესხმას ან ხოტბას, რომელშიც ავტორი აზოგადებს თავის აზრებს და ცდილობს გაარკვიოს აბოს ღვაწლის და მარტვილობის მნიშვნელობა.
აბო თბილელი – შესავალი (moxsenebai wmindisa aboisi)
იოანე საბანიძე მიმართავს მკითხველს და ეუბნება რომ იაპყრონ თვალი, ყური და მასპინძლები გახდნენ მისი სიტყვებისა. ავტორი ამბობს, რომ მხოლოდ ის არ უნდა ცდილობდეს მარტვილობის მოსმენას.
იოანე საუბრობს ქართლში შექმნილ ვითარებაზე და არაბების ბატონობაზე. იგი ხალხს იმ ლერწმებს ადარებს რომლებიც სადაც ქარი დაუბერავს იქით იხრებიან. ავტორი იწყებს აბოს ამბის თხრობას, რომელიც ეწამა ქრისტეს სარწმუნოების გულისთვის
აბო თბილელი – I თავის შინაარსი (abo tbileli- I tavis shinaarsi)
ქართლის კათალიკოსმა სამოელმა მოკითხვის წერილი გაუგზავნა სხართან ბერის ხელით იოანეს საბანისძეს და თხოვა დაეწერა ახალი მოწამის აბოს ცხოვრება, რომელიც ეწამა ქრისტიანობისათვის, რათა დადებულიყო ეკლესიაში და ქართველ ერს ელოცა მისთვის.
იოანეს მიუღია წერილი. ძალიან დიდ საქმედ მიუჩნევია აბოს ცხოვრების აღწერა, მაგრამ უარი ვერ უკადრებია ეპისკოპოსისათვის, თან უფიქრია “შვილთა მშობლის ურჩი წაწმყდესო” და ხელი მოუკიდია ამ მეტად საძნელო საქმისთვის.
აბო თბილელი – II თავის შინაარსი (qartlad shemosvlai da natlisgebai wmindisa abosi)
ამ დროს ქართლის ერისთავი იყო ნერსე, ადარნასე კურაპალატისა. იგი თავისთან მოიხმო მუმნი აბდალა ამირამ, რომელიც ბაღდადში იმყოფებოდა და ბოროტი ხალხის დასმენის შემდეგ ციხეში ჩასვა. სამი წლის შემდეგ ღვთის ნებით ამირა გარდაიცვალა, და მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა მაჰდიმ, რომელმაც ნერსე გაანთავისუფლა. ერისმთავარი ქართლში დაბრუნდა.
ამ დროს თბილისსში ჩამოვიდა მაჰმადიანი აბო ბაღდადიდან და იგი ნერსესთან დასახლდა. ის ახალგაზრდა 17- 18 წლის თუ იქნებოდა აბო ხელოვანი იყო,ნელსაცხებლების შემზავებელი, სარკინიგზოთა წიგნების მცოდნე. მან დატოვა მამა, დედა, ძმები, და დები, ნათესავები და ქონება. ყველაფერი ქრისტეს სიყვარულისთვის. მან შეისწავლა ქართული მწიგნობრობა და ენა. მაშინ უარყო მაჰმადის რჯული და მიიღო ქრისტიანობა, თუმცა თაავიდან მალავდა და საიდუმლოდ მარხულობდა.
იმ დღეებში სარკინოზთა ხელმწიფე განრისხებული იყო ნერსეზე და დევნიდა მას. უფალმა დაიცვა ერისმთავარი მტრისაგან და იგი დარიალის გავლით სამას კაცთან ერთად ხაზარეთში გადავიდა სადაც მას აბოც გაჰყვა.
ხაზარეთის მეფე დიდი პატივისცემიტ შეხვდა ნერსეს, დააპურა და შემოსა მისი ამალა. აბოც სწორეს ხაზარეთში მოინათლა. შემდეგ ერისთავი ევედრებოდა რომ აფხაზეთში გაშვა იგი მეფეს, რადგან დედა, ცოლ-შვილი და მისი ოჯახის წევრები იქ ჰყავდა გახიზნული. ღმერთმა დაამშვიდა მეფე და დართო ნება, რომ წასულიყვნენ.
როდესაც ჩავიდნენ აფხაზეთში ლეონ მეორე მათ დიდი სიხარულით შეეგება. აბოს ამბავი რომ აუწყეს ფრიად განიხარა. ნეტარი აბო კი ღმერთს მადლობას სწირავდა რამეთუ იხილა მხარე სადაც ყველა ქრისტიანი იყო. ქართლიდან ნერსეს გაქცევის შემდეგ ამირა მაჰდიმ ღვთის წყალობით ქართლის ტახტზემისი დისშვილი, სტეფანოზი გურგენის ძე მოავლინა. ეს ამბავი რომ ნერსემ გაიგო ძალიან გაუხარდა და ჩქარობდა ქართლშიი დაბრუნებას. როდესაც წასასვლელად მზად იყვნენ აფხაზეთის მეფემ დარჩენა სთხოვა აბოს რამეტუ ეშინოდა სარკინოზებს ისევვ არ დაეშორებინათ ქრისტიანობას. აბომ უარი უთხრა და სახარებიდან შემდეგი ფრაზა გაიხსენა: “სანთელს არა მაგიდის ქვეშ, არამეედ მაგიდაძე ანთებენ , რათა ირგვილ ყველაფერი გაანათოს”. ლეონ მეფემ ვერაფერი უპასუხა და გამოუშვა ქართლში.
თბილისში დაბრუნებული აბო უკვე აღარ მალავდა რომ ქრისტიანიი იყო. ეს ამბავი რომ სარკინოზებმა გაიგეს ზოგი კიცხავდა მას, ზოგი აგინებდა ზოგიც დაყვავებით ცდილობდა აბოს შეცდენას.
აბო თბილელი – III თავის შინაარსი (wameba wminda haboisa)
ნეტარი აბო შეიპყრეს, მსაჯულთან მიიყვანეს და ქრისტიანობის მიღებისთვის ციხეში ჩასვეს. რამდენიმე დღის შემდეგ იგი სტეფანოზმა გამოითხოვა. გაბრაზებულმა სარკინოზებმა შეთქმულება მოამზადეს, მსაჯულთან შევიდნენ და უთხრეს.
-თბილისში არის ერთი ჭაბუკი, წარმოშობით არაბი, მაჰმადის რჯულზე გაზრდილი, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა და ავრცელებს მას ხალხში. შეიპყარით იგი და გვემასა შინა ამყოფეთ სანამ არ აღიარებს თავის შეცდომას, თუ არა და სჯობს მოკვდეს.
ეს ამბავი გაიგო ერთმა ქრისტიანმა, სწრაფად მივიდა აბოსთან და ყველაფერი მოახსენა, მან კი უთხრა:
-მე არა მხოლოდ ტანჯვისთვის არამედ სიკვდილისთვისაც მზად ვარ ქრისტეს გულისთვის.
აბო გამოვიდა და დაიწყო ქუჩებში განცხადებულად სიარული. მაშინ მოვიდნენ მსახურები და წაიყვანეს მსაჯულთან. მან აბოს უთხრა:
-რატო შემცდარხარ და ბუნებით სარკინოზს ქრისტიანობა მიგიღია?! გაემზადე ახლა და მაჰმადის რჯულზე ილოცე.
აბომ უპასუხა:
-მართალი ხარ, არაბი ვარ მაჰმადის რჯულით გაზრდილი. ასე ვცხოვრობდი, მაგრამ აღმოვაჩინე ჭეშმარიტი სარწმუნოება და ამის მერე ყოველთვის ქრისტიანი ვიქნებიო.
-მიატოვე შენი განზრახვა და უფრო დიდ პატივს მოგაგებ. მიუგო მსაჯულმა.
აბომ უთხრა:
-მე პატივს კაცთაგან არ ვეძებ,რამეთუ მაქვს მე ქრისტეს მიერ ბოძებული საჩუქარი. მარადიული და უჭკნობი სულიერი ცხოვრების გვირგვინი.
მაშინ მსაჯულმა ბრძანა წმინდანისთვის ბორკილები დაედოთ და ისე შეაგდეს საპყრობილეში. ნეტარს უხაროდა და მადლობას უხდოდა უფალს.
აბოს საპყრობილეში მარხვასა და ფსალმუნების კითხვაში გაჰყავდა დრო. მან ასევე ყველაფერი გაყიდა და შემოსული ფულით გაჭირვებულებს დაეხმარა. ავის მრჩევლები სედიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ რომ ისევ მაჰმადიანობა მიეღო და არ გაეწირა სიჭაბუკე. აბო მათი მოსმენის მაგიერ ლოცუულობდა გონებით. ავის მრჩევლები შერცხვენილნი ბრუნდებოდნენ უკან. ცხრა დღე იჯდა ციხეში. ყოველდღე მარხულობდა და ღამეს ფეხზე დგომაში ათენებდა. მეცხრე დღეს ნეტარმა აბომ ხალხს მიმართა.
-ხვალ ჩემი სული ხორცს განეშორება.
ეს ამბავი მას უფალმა გამოუცხადა. აბო ადგა გაყიდა სამოსელი, ფულით კერეონები და საკმეველი აყიდინა და გაუგზავნა ქალაქის ყველა ეკლესიას, რათა სანთლები აენთოთ ნათლისღების წინა რამეს. თვითონ აბომ სანთლებით ხელში ლოცვაში გაათენა მთელი ღამე.
მეათე დღე გათენდა, 6 იანვარი იყო, პარასკევი დღე, ნათლისღება. აბომ თქვა:
-დღეს ჩემთვის დიდი დღეა რამეთი ამ დღეს მაცხოვარი მოინათლა, მე კი ამ დღეს ხორცს განვშორდებიო.
მაშინ სწყალი მოითხოვა პირი დაიბანა და თქვა:
-დღეს ჩემი დაფვლის დღეა, ამიერიდან აღარ წავიცხებ ნივთიერ ზეთს, არამედ როგორც ბრძენმა სოლომონმა თქვა: “მე შენი სურნელებისკენ მოვილტვი”.ქრისტე, შენ რომელმაც ამავსე მე მარადიული სარწმუნოებით და შენი სიყვარულით, იცი შენ უფალო რამეთუ ჩემს თავზე მიყვარხარ!
ეს რომ თქვა საიდულმოდ მიჰგვარეს სისხლი და ხორცი ქრისტესი როდესაც ეზიარა აბომ თქვა:
-გმადლობ შენ უფალო, ღმერთო ჩემიო იესო ქრისტე რომელმაც მომანიჭე ხორცი შენი და სიხარულად განმამტკიცე.
ეს რომ თქვა მყისვე მოვიდნენ მსაჯულის მსახურები და მიჰგვარეს მას. აბომ თქვა:
-ლოცვაში მომიხსენიეთ, რამეთუ ამ წუთისოფელში აღარ მიხილავთ.
გამოიყვანეს ბორკილებით ხელებზე და ფეხებზე. აბო ქალაქში გაატარეს, მისი შემხედვარე ქრისტიანები ცრემლს ღვრიდნენ.ნეტარმან მათ უთხრა:
-ნუ ტირიხართ ჩემთვის, არამედ გიხაროდეთ, რამეთუ მე უფალთან მივდივარ.ლოცვით წარმგზავნეთ და უფლის მშვიდობამ დაგიცვათ.
აბო გზაში ასმეთვრამეტე ფლასმუნს კითხულობდა.
როცა იგი მსაჯულთან წარადგინეს მსაჯულმა უთხრა:
-რა არის ჭაბუკო,რა არის თავსა შენსა.
-მე ვიფიქრე და ქრისტიანი ვარ.
-არ მიგიტოვებია შენი სიგიჟე და სისულელე?
-ისევ უგუნურებაში რომ ვყოფილიყავი ღირსი არ გავხდებოდი ქრისტეს გზაზე დადგომისა.
-აცნობიერებთ რომ შენმა სიტყვებმა სეიძლება დაგღუპოს?
-თუ მოვკვდები ვიცი რომ ქრისტესთან ერთად ვიქნები.შენ რას ცდილობ? ვერაფერი ვერ გამიგივა რამეთუ ჩემი გონება ქრისტესთან ერთად ზეცაშია.
-თუ მაგდენი სიტკბოება გაქვს ქრისტესგან, მაშინ რატომ არ გიხსნის სიკვდილისაგან?
-შენც მიიღე ქრისტიანობა და მაშინ მიხვდები თუ რაოდენ სიტკბოებას განვიცდი.
ამ სიტყვებმა ამირა ძალიან განარისხა და ბრძანა, რომ აბო გარეთ გაეყვანათ და მოეკლათ. მსახურებმა გამოიყვანეს სასახლის ეზოში მოწამეგაუხსნეს ხელ-ფეხი, ხოლო მან სწრაფად შემოიხია ტანსაცმელი და პირჯვარი გადაიწერა. წრისტეს ღმერთი ადიდა აბომ და სამადლობელი სიტყვის შემდეგ გახარებულმა მიუშვირა თავი მახვილს.
ჯალათმა შესაშინებლათ სამჯერ მოიქნია ხმალი, მაგრამ აბომ წარბიც რომ არ შეხარა თავი მოკვეთეს.
როცა ნახეს დამსმენლებმა, რომ აბომ თავი გაწირა ქრისტიანობისთვის, უფრო მეტი შურით აღევსნენ მივიდნენ მსაჯულებთან და უთხრეს:
-ვიცით რომ ქრისტიანებს აქვთ ჩვეულება:ვინმე თუ თავს მოიკლავს ქრისტეს გულისთვის, წაიღებენ ცხედარს, პატივს მიაგებენ და შემდეგ მისი სხეულის რომელიმე ნაწილს სასწაულს მიაწერენ. ჩვენ მოგვეცით გვამი რათა დავწვათ და ქრისტიანები აღივსნენ მეტი შიშით.
მსაჯულმა მათ უპასუხა:
-წაიღეთ და როგორც გინდათ ისე მოექეცით.
აიღეს ცხედარი და წაიღეს სასაფლაოზე, დადეს მიწაზე. მოიტანეს შეშ, თივა, ნავთი და დაწვეს წმინდანის გვამი. ძვლები რომლებიც ვერ დაიწვა, ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადააგდეს.
მაშინ უამრავი ქრისტიანი მიდიოდა. მიდიოდნენ მოხუცები თავისი ჯოხებით,, ინვალიდები კოჭლობით მიემართებოდნენ, ჭაბუკები მორბოდნენ, ყრმები ერთმანეთს ახტებოდნენ. ქალები მენელსაცხებლე ქალებივით მოდიოდნენ. ხალხი მმიწას იღებდა და თან მიჰქონდა. მრავალი დასნეულებული მიიყვანეს, რომლებიც იმ დღესვე განიკურნნენ. რმერთმა გამოაჩინა თავისი ძალა პატივი სცა მოწამეს და აჩვენა სასწაული საკვირველი.
როდესაც მოსაღამოვდა და დაბნელდა, უფალმა წამების ადგილას კაშკაშა ვარსკვლავი გარდამოავლინა.
მეორე ღამეს წყალმა იწყო საკვირველი ნათება. განათებული იყო ყველაფერი მის გარშემო.
აბო თბილელი (დასასრული)
აბტორი მიმართავს ქრისტეს მორწმუნეებს, რამეთუ იზეიმონ წმინდა მოწამის ხსენების დღე.
იოანე საბანისძე აქებს აბოს ბარტვილობას და ადიდებს მის საქმმებს. ამბობს რომ სწორედ აბოს დამსახურებაა რომ ქრისტიანობის რწმენა განახლდა და უფრო განმტკიცდა.
წყარო: toptemebi.wordpress.com