პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით

შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?

ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა,
არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა.

სასტიკია სული უამინდოთა,
განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა?

შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button