ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ჩემი ვარსკვლავი
ჩემი ვარსკვლავი, სატრფოო, ცის თაღზე შუქად რომ ადის,
შენი ღიმილის შუქია, გამათბობელი მარადის.
ჩემთვის სიმღერა, შვენებავ, შენი ხმა არის ნარნარი –
დიდება სიყვარულისა, ცის სამსხვერპლოზე დამდნარი.
და მე, შენს მგოსანს, იქ ძალმიძს მარადჟამს ვიბედნიერო,
იქ ძალმიძს მხოლოდ ვიცოცხლო, სადაც შენა ხარ, ციერო.
და, რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალს უეცრად მოეჩვენების,
მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების…