ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ჩვენ შენთანა ვართ, დოლორეს!
მოგროვდით. ახლო თუ შორეს –
ხმა მივსცეთ ერთიმეორეს,
ჩვენც შენთანა ვართ, დოლორეს!
გრენადა და სევილია
ცხედრებით მოფენილია.
მადრიდის თავზე ჩრდილია,
მიფრინავს ესკადრილია.
მხარი მხარს ვუდგეთ ერთმანეთს,
გავეხმაუროთ ესპანეთს.
იქ ფრანკო დიდ ამბავშია,
რაც კი ქალი და ბავშია,
აიკლო და დაამშია.