ავტომობილიახალი ამბები

Tesla მალე საშუალებას მისცემს ათიათასობით მძღოლს შეამოწმონ ავტოპილოტირების სისტემა

Tesla-ს ხელმძღვანელობამ კომპანიის წინაშე დააყენა ამოცანა, რომ წლის ბოლომდე გამოვიდეს პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია, რომელიც საშუალებას მისცემს ბრენდის ელექტრომობილებს მძღოლების ჩარევის გარეშე მოხდეს რეაგირება უმეტეს შემთხვევაში. ფართო აუდიტორამდე მიღწევამდე Tesla ყველა პროგრამულ განახლების გამოცდას ახორციელებს შეზღუდული რაოდენობის მანქანებზე, ელექტრომობილების მოხალისე მფლობელების მონაწილეობით. ეს პირები კომპანიას უფლებას აძლევენ მათ ელექტრომობილებში დაინსტალირდეს პროგრამული უზრუნველყოფის ბეტა-ვერსია.

როგორც რესურსი Electrek აღნიშნავს, ამჟამინდელი FSD პროგამულ უზრუნველყოფის ბეტა-ვერსიის ტესტირებაში მონაწილეობს ათასზე მეტი ავტომფლობელი. 8.2 ვერსიაზე გადასვლისას მათი რიცხვი გაორმაგდება – განაცხადა ილონ მასკმა.

8.3 ვერსიის გამოსვლისას ბეტა-ტესტირებაში მონაწილეთა რიცხვი ამჟამინდელთან შედარებით ათჯერ გაიზრდება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს შეაგროვოს მეტი ინფორმაცია გზებზე წარმოქმნილი სიტუაციების შესახებ და დააჩქაროს საფირმო ნეირონული ქსელის განვითარება. პროგრამა უწყვეტად განიცდის სრულყოფას, თუმცა Tesla-ს ხელმძღვანელი გამომცდელებს მაინც სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს. არც კონკურენტები არიან უქმად – Honda-მ ახლახანს გამოუშვა სერიული ავტომობილი, რომლის სისტემა მესამე დონის ავტონომიურობის მაჩვენებელს შეესაბამება. იგი საშუალებას იძლევა მანქანა გადაადგილდეს საქალაქო მოძრაობის პირობებში ისე, რომ საჭირო არ არის მძღოლს მუდმივად ეჭიროს საჭე. Legend-ის 100 სედანისგან შემდგარი პარტია გადაცემულია იაპონიის ტერიტორიაზე ლიზინგისთვის, ამიტომ მესამე დონის ავტონომიურობის მქონე ავტომობილების ფართოდ გავრცელება ჯერ არ არის მოსალოდნელი. Tesla-ს გეგმაშია წლის ბოლომდე მიღწეულ იქნას SAE-ს კლასიფიკაციის შესაბამისად უმაღლესი, მეხუთე დონის ავტონომიურობა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button