ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: ტოპ 7 Altcoin-ი 2021 წელს ინვესტირებისთვის

ანალიტიკოსმა და ტრეიდერმა ოსტინ არნოლდმა დაასახელა რამდენიმე Altcoin-ი, რომლებიც, მისი აზრით, კრიპტოვალუტების ბაზარზე საუკეთესო შედეგებს დააფიქსირებს 2021 წელს. 

მისი უპირველესი არჩევანია Ethereum (ETH). არნოლდმა აღნიშნა, რომ ბირჟებზე არსებული ETH კოინების მოცულობა 16-თვიან მინიმუმზეა, რაც ხარულ სიგნალს წარმოადგენს. გარდა ამისა, Coinbase-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯილდოს მიღება Ethereum 2.0-ის სტეიკინგზე (7,5% წლიური). მას ასევე სჯერა, რომ NFT ტოკენების რაოდენობის ზრდა და Ethereum-ის პლატფორმის მათ მიერ არჩევა დადებითი სიგნალია. 

ტრეიდერის სიაში მომდევნოა ინდექსაციის პროტოკოლი The Graph (GRT). მიუხედავად იმისა, რომ GRT პროექტი მნიშვნელოვნად გაიზარდა წელს და მიაღწია 3 მილიარდ აშშ დოლარიან ბაზრის კაპიტალიზაციას, ტრეიდერს მიაჩნია, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ზრდის პერსპექტივები. არნოლდმა აღნიშნა, რომ The Graph განიხილავს ინტეგრაციას პირველი დონის რვა ახალ ბლოკჩეინთან, ტოკენი GRT კი ამჟამად ხარული კონსოლიდაციის პერიოდშია, რაც უზრუნველყოფს შესვლის კარგ ფასს. 

მესამე მონეტა Ethereum-ის კონკურენტია, სახელწოდებით Polkadot (DOT). პროექტმა აამოქმედა მსგავსი სამოქმედო გეგმა, რამაც პლატფორმაზე სმარტ-კონტრაქტებზე მიიზიდა კიდევ უფრო მეტი ყურადღება. მიმდინარე კვირაში DOT-ის ფასმა რეკორდულ 32.58 აშშ დოლარიან დონეს მიაღწია. 

დეცენტრალიზებული ბირჟების – PancakeSwap-ისა და Uniswap-ის ტოკენები CAKE და UNI არნოლდის სიაში მეოთხე და მეხუთე ადგილებზეა: 

„როგორ შეიძლება არ გვჯეროდეს დეცენტრალიზებული ბირჟების?  PancakeSwap-ზე 24-საათიანი ვაჭრობის მოცულობამ 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. Uniswap-ზე ვაჭრობის საერთო მოცულობა იყო 100 მილიარდი აშშ დოლარი და და მიუხედავად Ethereum-ის ქსელში მაღალი გადასახადებისა, ხალხი აგრძელებს პლატფორმაზე შესვლას. საბოლოო ჯამში უნდა ვნახოთ რომელი დეცენტრალიზებული ბირჟები დარჩება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამ ბირჟებზე მოვაჭრე კრიპტოვალუტების უმეტესობას არ აქვს ფასების ისტორია. მათი ფასი შეიძლება კვეთრად გაიზარდოს ან ნულამდე ჩამოვიდეს“. 

ტრეიდერის ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა მონაცემთა შენახვის დეცენტრალიზებული ქსელი Filecoin (FIL). ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მონეტას გააჩნია გამოყენების მნიშვნელოვანი ვარიანტი – მონაცემთა დეცენტრალიზაცია და, თავის მხრივ, მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

ბოლო პროექტი – ეს არის Celsius (CEL), რომელმაც უამრავი მომხრე მიიზიდა. ტრეიდერის თქმით, კრედიტირების კრიპტო პლატფორმამ ჯილდოს სახით გადაიხადა 250 მლნ აშშ დოლარი, რითაც მოახდინა დეცენტრალიზებული საკრედიტო პლატფორმების პოპულარობის დემონსტრირება. 

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button