ახალი ამბებიკოსმოსიმსოფლიო

SpaceX პირველი კერძო ფრენისას 29 წლის ამერიკელ გოგონას გაუშვებს ორბიტაზე

SpaceX-მა განაცხადა, რომ ორბიტაზე გაგზავნის ოთხ სამოქალაქო პირს თავისი კაფსულა Crew Dragon-ით. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეკიპაჟი კოსმოსში გაფრინდება პროფესიონალი ასტრონავტების გარეშე. ერთ-ერთი პირი იქნება 29 წლის ჰეილი არსენო, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი იქნება მათ შორის, ვინც ოდესმე კოსმოსში გაფრენილა. 

ამგვარი რამ შესაძლებელი გახდა მილიარდერი ჯარედ ისააკმენის წყალობით, რომელმაც SpaceX-სგან შეიძინა კომერციული რაკეტის პირველი ფრენა. იგი Crew Dragon-ში ერთ ადგილს მიიღებს მისია Inspiration 4-ის ფარგლებში. კიდევ ერთი ადგილი შეხვდება კომპანია Shift4-ის მიერ მოწყობილ შეჯიბრში გამარჯვებულს და ასევე St. Jude’s Hospital-ის ლატარეის გამარჯვებულს. მეოთხე ადგილი ამავე ჰოსპიტალის თანამშრომელს შეხვდა, რაც იმედის სიმბოლიზირებას ახდენს და ეს პიროვნებაა ჰეილი არსენო. 

ამჟამად არსენო დამხმარედ მუშაობს საბავშვო კვლევით საავამდყოფო St. Jude’s Hospital-ში, მემფისში, თუმცა დაახლოებით 20 წლის წინ იგი ამავე კლინიკის პაციენტი იყო. 2002 წელს იგი მკურნალობდა ძვლის სიმსივნეზე და ამჟამად მარცხენა ფეხის ზოგიერთი ძვლის ნაცვლად ლითონის დეტალები აქვს. ამრიგად, ის ასევე იქნება პროთეზის მქონე პირველი ადამიანი, ვინც კოსმოსში გაემგზავრება. 

როგორც წესი, ასეთი კლინიკური სურათი დაუშვებელია ახალბედა ასტრონავტებისთვის, არსენო ისევ კოჭლობს და ზოგჯერ განიცდის ტკივილს ფეხებში. ასეა თუ ისე, SpaceX-მა მას ნება დართო და იგი ეკიპაჟის ექიმის მოვალეობებს შეასრულებს. „სიმსივნესთან ბრძოლამ ნამდვილად მომამზადა კოსმოსური მოგზაურობისთვის“ – განუცხადა მან Associated Press-ს.  

image.jpeg

Crew-1-ის ბოლო გაშვება ეკიპაჟთან ერთად შედგა გასული წლის ნოემბერში, მომდევნო მისია – Crew-2 კი დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში. ისააკმანი ისაუბრებს Inspiration4 მისიის სხვა კოსმოსურ ტურისტებზე. ეკიპაჟს მოსამზადებლად დიდი დრო არ ექნება – ფრენა NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ოქტომბერშია დაგეგმილი, ორბიტაზე ყოფნა კი 2 -4 დღეს გასტანს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button