თვითგანვითარებამოტივაცია

ლიდერები დიად ადამიანებს აძლევენ საშუალებას, აკეთონ ის რისთვისაც დაიბადნენ

ცნობილია, რომ ბევრ ორგანიზაციაში თანამშრომლები თავს არასაკმარისად დაფასებულად გრძნობენ და იძულებული არიან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ იმუშაონ. ამიტომ თავს გამოუსადეგარად აღიქვამენ – მათ უნდათ, უკეთესად იმუშაონ, მაგრამ გრძნობენ, რომ ორგანიზაცია მათ ზღუდავთ და ამიტომ ნიჭი გარკვეულ ჩარჩოებში იქცევა და ფაქტობრივად გასაქანი არ ეძლევა.

საუკეთესო კომპანიები თანამშრომლებს კარიერის იმის მიხედვით აწყობის საშუალებას აძლევენ, რაშიც ისინი საუკეთესონი არიან; ანუ ლიდერობის ექსპერტის უორენ ბენისის თქმით ” იმ საქმის კეთებით, რისთვისაც დაიბადნენ”

დინამიკური, სწრაფად ცვალებადი ბაზრების წინაშე აღმოჩენილი თანამედროვე ორგანიზაციები ისეთ თანამშრომლებს ანიჭებენ უპირატესობას, ვინც მოქნილი და მრავალმხრივ განვითარებული არიან. მიუხედავად ამისა, 2012 წლის სამუშაო ძალების საერთაშორისო კვლევამ ცხადყო, რომ თანამშრომლების მხოლოდ 35% იყო თავისი სამსახურით კმაყოფილი, რითაც დამქირავებლებისა და თანამშრომლების სურვილების განცალკევება გამოავლინა-დამქირავებლებს სხვა სურდათ ხოლო თანამშრომლებს სხვა რაღაცის მიცემა შეეძლოთ. კვლევამ გამოავლინა, რომ საქმეში აქტიურად ჩართული თანამშრომლები-ისინი, რომლებიც საკუთარ სამსახურსა და კომპანიის ღირებულებებს ერთგულობენ, უფრო პროდუქტიულები არიან, მომხმარებელს უფრო კარგად ემსახურებიან და ნაკლებად ჩართულ თანამშრომლებზე უკეთ მუშაობენ. მაგრამ ბევრი ორგანიზაცია თანამშრომელს ორგანიზაციული ჭადრაკის დაფის ფიგურებზე, რომელთა სურვილის მიხედვით გადაადგილება შეეძლება, ოდნავ უკეთესად თუ ექცევა.

ინდუსტრიული სოციოლოგიისა და ფსიქოლოგის ამერიკელმა სპეციალისტმა ფრედერიკ ჰერცბერგმა მის ორფაქტორიან თეორიაში თვითკმაყოფილების გრძნობა სამსახურში მოტივაციასთან დააკავშირა. ეფექტიანობა ადამიანს შინაგანად ასაჩუქრებს. გრძელვადიან პერიოდში ყველაზე გულუხვ ანაზღაურებასაც კი არ შეუძლია კარგად შესრულებული სამუშაოთი გამოწვეული კმაყოფილების გრძნობის შეცვლა. გულუხვ ანაზღაურებასაც კი არ ძალუძს შესაძლებელზე ნაკლების მიღწევით გამოწვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობის გადაფარვა.

“იმუშავე არა მეტი, არამედ უკეთესად”

Google-ი 3M-ის 1948 წელს გამოყენებულ პრაქტიკას დაესესხა და თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, სამუშაო დროის 20% მათ მიერ არჩეულ პროექტებზე დახარჯონ. ნაცვლად იმისა, უშუალოდ მათთვის დავალებული პროექტებისგან ყურადღება გადაეტანათ, Google-მა აღმოაჩინა, რომ მისი თანამშრომლები ყველა დავალებას კარგად ასრულებდნენ, როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც უყვარს, სამუშაო სამუშაოდ აღარ ეჩვენება.

სწორედ ასეთმა ძალისხმევამ და თანამშრომლის სურვილმა, გააკეთოს უფრო მეტი, შეიძლება კარგსა და უკეთესს შორის განსხვავება შექმნას. დიდი ბიზნესები იმაზე მუშაობენ, რომ ადამიანისგან საუკეთესო მიიღონ და არა უბრალოდ უფრო მეტი.

Gmail-ი Google-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი სწორედ ამ დროის 20%ის შედეგია.

მისცე პერსონალს იმის საშუალება,იმუშაოს უკეთესად და არა მეტი, გონივრულ მიდგომას მოითხოვს ლიდერისგან, რომელიც ერთნაირ ყურადღებას აქცევს როგორც თანამშრომლებს, ასევე აქციონერებს, კომპანიებს რომლებიც ეფექტიანობას აფასებენ სამუშაოს მოცულობისა და პროდუქტიულობის მიხედვით.

“ადამიანი, რომელიც საქმეს ფულის და არა სიყვარულის გულისთვის აკეთებს, სავარაუდოდ, ვერც ბევრ ფულს იშოვის და ცხოვრებაშიც ვერ იხალისებს”

ჩარლზ მ. შვაბი

ამერიკელი მრეწველი (1862-1939)

Source
https://feedc.com/user/elenekvanchiani

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button