გამორჩეული ადამიანებიმოტივაცია

ბენ ანდერვუდი: ბიჭი, რომელიც ყურებით “ხედავდა”

ბენ ანდერვუდი 1992 წელს კალიფორნიაში დაიბადა. 3 წლის ასაკში ორივე თვალის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მძიმე დაავადების გამო მას ორივე
თვალის ეგზენტერაცია ჩაუტარდა .  ბავშვი იძულებული გახდა ადაპტირებულიყო.

ბენი სხვა შშმ პირთაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მას სიარულის დროს არ სჭირდებოდა არც ჯოხი, არც მეგზური ძაღლი, ის ორიენტირებას მშვენივრად ახერხებდა ხმოვანი სიგნალების საშუალებით.

ერთხელ დედამ უთხრა, რომ მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, მას აქვს სმენა, სუნისა და შეხების შეგრძნებები, რომელთა დახმარებითაც მან უნდა ისწავლოს “დანახვა”. ბიჭმაც დედის სიტყვები შეისმინა.

ზსრდასთან ერთად მან დაიწყო სხვა ბავშვებთან თამაში,  ბენი გამორჩეული მოზარდი იყო. მას უყვარდა სკეიტბორდი, ველოსიპედით სეირნობა, ჩოგბურთისა და ფეხბურთის თამაში. თითქოს ჩვეულებრივია 14 წლის კალიფორნიელი ბიჭისთვის. მაგრამ რაც მას უნიკალურად აქცევდა, იყოს ის, რომ ამ ყველაფერს თვალების გარეშე ახერხებდა. ამის მიუხედავად, ის არასდროს განაწყენებულა და არ უგრძვნია თავი დაჩაგრულად.

მეთოდი, რითიც ის მოქმედებდა, იყო ხმოვანი სისტემა – სონარული ნავიგაცია. ამას იყენებენ ღამურები, დელფინები, ზოგიერთი ჩიტები და ძუძუმწოვრები. ბენი ენით გამოსცემდა ტკაცუნის მსგავს ბგერას და იმის მიხედვით, არეკლილი ბგერა როგორ ბრუნდებოდა უკან, ხვდებოდა, როგორ გარემოში იყო. ამ ხერხით არჩევდა მსუბუქ მანქანებსა და სატვირთოებს, სახლში, სადაც მანამდე არასდროს ყოფილა, აგნებდა კიბეს, კუთხეებს, სამზარეულოს. არჩევდა სხვადასხვა მასალებს.

ბენ ანდერვუდი გაგახსენებთ Marvel Comics-ის პერსონაჟს თავზეხელაღებულს.

თავზეხელაღებული (ინგლ. Daredevil) — Marvel Comics-ის გამოგონილი პერსონაჟი. მისი შემქმნელები სცენარისტი სტენ ლი და მხატვარი ბილ ევერეტი არიან. მის შექმნაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჯეკ კირბის. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა კომიქსში „თავზეხელაღებული #1“.

სიუჟეტით, ნიუ-იორკში, ჯოჯოხეთის სამზარეულოში მცხოვრები მეტ მერდოკი დაბრმავებულია მანქანიდან გადმოვარდნილი, რადიოაქტიური ნივთიერებისგან. მას აღარ შეუძლია ხედვა, მაგრამ რადიოაქტიური ნივთიერების გავლენა მის დარჩენილ გრძნობებს აძლიერებს ზეადამიანურ დონემდე. მამამისი ჯეკ მერდოკი, ახალგაზრდობაში ეხმარება. მაგრამ ჯეკს მოგვიანებით მოკლავენ განგსტერები, რომლებსაც უარი უთხრა თამაშის ჩაწყობაზე. თავისი წითელი და ყვითელი, მოგვიანებით კი მთლიანად შავი და წითელი ფერის კოსტიუმის ჩაცმით, თავზეხელაღებული ცდილობს შური იძიოს მამამისის მკვლელებზე, თავის მეტოქეებთან, მათ შორის დაღიანსა და კინგპინთან, ბრძოლაში. თავზეხელაღებულის მეტსახელია „უშიშარი ადამიანი“ .

თავზეხელაღებულზე ისეთი ცნობილი მხატვრები მუშაობდნენ, როგორები არიან ევერეტი, კირბი, უოლი ვუდი, ჯონ რომიტა უფროსი და ჯენე კოლანი. მაგრამ პერსონაჟმა ყველაზე დიდი პოპულარობა და მნიშვნელოვანი ადგილი მარველის კომიქსების სამყაროში დაიკავა, 1980-იან წლებში, მასზე შექმნილი ფრენკ მილერის ისტორიებით. მას შემდეგ პერსონაჟი გამოჩნდა სხვადასხვა მედიაში, ანიმაციურ ფილმებსა და ტელესერიალებში, სათამაშო ფიგურების, ვიდეო თამაშების და ა.შ. სახით. 2003 წელს სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში მისი როლი ბენ აფლეკმა შეასრულა, ხოლო ჩარლი კოქსი განასახიერებს Netflix-ის ტელესერიალში.

სიცოცხლის ბოლო თვეებში მას სიმსივნე განუვითარდა თავსა და ზურგში. რწმენა ყოველთვის მტკიცე ჰქონდა და ხშირად ლოცულობდა. გარდაიცვალა 2009 წლის იანვარში, 16 წლის ასაკში.

გამონათქვამები:

როდესაც ვინმე მეუბნება, მე რაიმეს გაკეთება არ შემიძლია, ეს მაიძულებს ვცადო კიდევ უფრო რთულად.

ხანდახან მე ვხედავ სხვებზე უკეთესად, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც თვალები აქვთ, რადგან მე გულს ვუყურებ.

დედაჩემი არ მაძლევდა შესვენების უფლებას. მე თვითონ უნდა მეზიდა ჩემი ტვირთი.

Source
charlius.comhttps://www.wikipedia.org/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button