თვითგანვითარებაოჯახირჩევები

როგორ გავზარდოთ წარმატებული შვილი

არსებობ თუ არა ცოდნა, რომელიც შეიძლება მივცეთ ბავშვს, რომელიც დაეხმარება მას გახდეს წარმატებული? რათქმაუნდა არის.

ჩარლზ ტიპმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ თუ რა უნარები უნდა განვავაითაროთ ბავშვებში და რა უნდა ვასწავლოთ მათ თუ გვსურს, რომ ის იყოს წარმატებული.

თავისი იდეები მან წარმატებით განახორციელა საკუთარ ბავშვებზე.

ეტაპობრივად განვიხილოთ მისირჩევები…

  • უპირველეს ყოვლისა მოუყევით ბავშვს შესაძლებლობებზე, თუ რას მიიღებს ის თუ იქნება წარმატებული. წარმატებული იმაში რაც მას მოსწონს და აინტერესებს.
    493e0f678d6b
  • სკოლა არ ისე მნიშვნელოვანია ჩვენ რომ გვგონია. არავინ ამბობს რომ ის უმნიშვნელოა, მაგრამ ხშირად სკოლაში სწავლისას ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენით ჩვენ შეიძლება დავაკარგვინოთ მას სურვილი საერთოდ სწავლისა. შეეცადეთ განავითროთ მასში კრეატიულობა და მოხერხებულობა, ზოგადი განათლება კი ნელ-ნელა დაგროვდება მის მეხსიერებაში.
  • მიაჩვიეთ ბავშვი შრომას! ყოველდღიურობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ იჯდეს მუდამ უქმად. ალაგებდეს თავის სათამაშოებს, წიგნებს, ტანსაცმელს. მის გამოყენებულ თეფშს და საჭმელს თავის ადგილას უნდა აბინავებდეს. ის უნდა იმსახურებდეს თქვენგან კეთილგანწყობას. ნუ მიართმევთ ყველაფერს ლანგარზე!
  • ხშირად გაუმეორეთ, რომ ადამიანი რომელიც მართავს ემოციებს ყოველთვის გამარჯვებულია. ასწავლეთ როგორ მოაგვაროს მეგობრებთან პატარა კამათიც კი, ასწავლეთ დათმობა. დათმობა არ უნდა ნიშნავდეს ტავის დახრას. შეეცადეთ ასწავლოთ მოაგვარის ყველაფერი სიტყვითა და ლოგიკური არგუმენტებით და არა ჩხუბითა და ყვირილით.
  • ასწავლეთ ბავშვებს იყვნენ გულუხვნი. ნუ იქნებიან ძუნწები და ეგოისტები.
  • აჩვენეთ ბავშვებს, რომ ცხოვრება არ არის ტკბილი. აჩვენეთ რას ნიშნავს ღალატი, ტყუილი. ისიც აუხსენით, ცხოვრება, რომ სავსეა არასასიამოვნო სიურპრიზებით, ეს არ არის მიზეზი რომ დავკარგოთ ძალა და კარგი მომავლისკენ სწრაფვა. რაც უფრო მეტჯერ დაუმტკიცებ ბედს რომ შენ გაუმკლავდები ყველა ტკივილსა და წინააღმდეგობას მით უფრო მეტ ფორტუნას გამოგიგზავნით ის.
  • 5c69c4e1602d
  • სისტემატიურად ნუ მისცემთ დიდი რაოდენობით ფულს. მოტივაციისათვის ერთი დღე მაქსიმალურად გაართეთ წაიყვანეთ ძვირიან გასართობ ცენტრში, მიირთვას ნაყინი და გემრიელი ტორტი უყიდეთ სათამაშოები. მეორე დღეს კი დატოვეთ პურისა და წყლის ანაბარა. უბრალოდ აჩვენეთ განსხვავება სიღარიბესა და სიმდიდრეს შორის.
    bfbc3c76e7f9

ეს უბრალოდ პატარა თანმიმდევრული გეგმაა. ცხადია კიდევ უამრავი ნიუანსია გასათალისწინებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენ თანდათანობით თავად იგრძნობთ შემდეგ მიმართულებებს. მთავარია ნუ იქნებით მაქსიმალურად ლოიალური, იყავით სამართლიანი, ნუ გამოხვალ წყობილებიდან მათთან მიმართებაში და ნუ მოახდენთ მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას!

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button