ავტომობილიახალი ამბები

მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი ახალი რეკორდისთვის ემზადება

2015 წელს ბრიტანულმა კომპანია Bloodhound SSC-მა შექმნა ავტომობილი, რომელსაც შეუძლია 1287 კმ/სთ. სიჩქარის განვითარება. სამწუხაროდ, სუპერსწრაფი ავტომობილის პრეზენტაციის შემდეგ კომპანიას ფულადი რესურსი ამოეწურა და ვეღარ შეძლო მისი შესაძლებლობების დემონსტრირება. 2018 წელს კომპანია გაკოტრდა, თუმცა იგი მოულოდნელად იხსნა ბიზნესმენმა იენ უორჰესტმა, რომელმაც მცირე ხნის წინ დაიქირავა მანქანათმშენებლების ახალი გუნდი და დაასახელა ჩქაროსნული გარბენის თარიღი – 2019 წლის ოქტომბერი.

ავტომობილი ჩქაროსნულ მოედანზე გავიდა 2017 წელს, თუმცა შეძლო მხოლოდ 338 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, რაც ბევრს ვერავის გააკვირვებს. ამჯერად, ავტომობილის ახალმა ხელმძღვანელებმა მას გადაარქვეს სახელი და უწოდეს Bloodhound LSR, მათ გეგმაში აქვთ მიაღწიონ 960 კმ/სთ სიჩქარეს. გამოცდა ჩატარდება აფრიკაში, კალაჰარის უდაბნოში – იქ მდებარეობს თავისუფალი, 18-კილომეტრიანი მაგისტრალი.

Bloodhound LSR-ის სიგრძე 12,9 მეტრია, სიგანე – 2.5 მეტრი, სიმაღლე – 3. კონსტრუქციის მთლიანი მასა 6.4 ტონას აღწევს, თუმცა დიდი წონის მიუხედავად ავტომობილს თავისუფლად შეუძლია მაღალი სიჩქარის განვითარება კორპუსის განსაკუთრებული ფორმის წყალობით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მანქანის აღჭურვა სარაკეტო ძრავით.

ოქტორმბერში დანიშნულ ტესტირებაზე ავტომობილი სარაკეტო ძრავების გარეშე იქნება წარმოდგენილი – კომპანიას თავდაპირველად სურს გამოსცადოს იგი დაბალ სიჩქარეებზე. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, ავტომობილში 2020 წლისთვის სარაკეტო ძრავები განთავსდება და სწორედ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი 1287 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას.

ტესტირებისათვის კომპანის მოუხდა მაქსიმალურად გამოცდილი მძღოლის ძიება. არჩევანი შეჩერდა ავტომრბოლელ ენდი გრინზე, რომელმაც 1997 წელს რეკორდი დაამყარა ავტომობილით – Thrust SSC.

ცნობილია, რომ მაღალ სიჩქარეზე ავტომობილის საბურავები სწრაფად კარგავს გზაზე მოჭიდების უნარს და პროცესი ემსგავსება მოყინულ, გლუვ ზედაპირზე მოძრაობას.

გარდა იმისა, რომ ზებგერითი ავტომობილის მძღოლს მოუწევს მართვის კონტროლი, მან როგორმე უნდა შეძლოს დამუხრუჭება: ამისათვის მანქანა გაივლის სამ ეტაპს: პირველ რიგში სიჩქარე შემცირდება 965 კმ/სთ-მდე საჰაერო მუხრუჭების მეშვეობით, შემდეგ კი ავტომობილი შენელდება სამუხრუჭე პარაშუტით. ჩვეულებრივი სატრანსპორტო მუხრუჭის გამოყენება კი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ავტომობილის სიჩქარე 400 კმ/სთ-ის ქვემოთ ჩამოვა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ავტომობილით ყველაზე მაღალი სიჩქარე მიღწეულ იქნა 1997 წელს ენდი გრინის მიერ. ორი ტურბოვენტილატორიანი ძრავის წყალობით, რომელიც წესი თვითმფრინავებში გამოიყენება, გრინმა შეძლო 1000კმ/სთ სიჩქარის განვითარება 16 წამში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button