![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/02/Morgan-Creek-ის-ხელმძღვანელი-Bitcoin-ი-იმსახურებს-გახდეს-ნებისმიერი-ინვესტორის-პორტფელის-ნაწილი.jpeg?fit=800%2C450&ssl=1)
Morgan Creek-ის ხელმძღვანელი: Bitcoin-ი იმსახურებს გახდეს ნებისმიერი ინვესტორის პორტფელის ნაწილი
ინოვაციური ტექნოლოგიების გამო Bitcoin იმსახურებს გახდეს ყველა ინვესტორის პორტფელის ნაწილი – ამგავრი აზრი გამოთქვა Morgan Creek Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ Heisenberg Capital-ის დამფუძნებელსა და ტელეწამყვან მაქს კაიზერთან ინტერვიუში.
თავდაპირველად კაიზერმა აღნიშნა, რომ 1% BTC-ის ჩართვაც კი ინვესტორებს საშუალებას მისცემდა მნიშვნელოვნად აემაღლებინათ დივერსიფიცირებული პორტფელის შემოსავლიანობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
„ეს დაუჯერებელია – აღნიშნა იუსკომ. – ავიღოთ ხუთი წლის წინანდელი არაკომერციული ორგანიზაციების აქტივების თუნდაც 1% – ეს იქნებოდა 6.7 მილიარდი აშშ დოლარი 670 მლრდ აშშ დოლარიდან. ავიღებთ ერთ პროცენტს, ნახევარს აქციებიდან და ნახევარს ობლიგაციებიდან და მიღებული 7.2%-ის ნაცვლად გამოგვივა 9.2% ან დამატებით კიდევ 200 საბაზისო პუნქტი. 7.2%-ს დამატებული 2% მშვენიერი ალფაა“.
იუსკომ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ბოლომდე გამოირიცხოს BTC-ის ნულამდე დაცემის ალბათობა. მეორე მხრივ, პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირებისგან პოტენციური შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო ზარალს.
ძველად იუსკომ Bitcoin-ი დაასახელა მომავალ რევოლუციურ ტექნოლოგიად და ქონების დაგროვების ყველაზე დიდ შესაძლებლობად. Morgan Creek-ის ხელმძღვანელმა ბაზრის წევრებს ასევე მოუწოდა გათავისუფლდნენ Amazon-ის „მკვდარი“ აქციებისგან და კონცენტრირდნენ მისი აზრით უფრო მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობაზე.