ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე

ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე (ド根性忍伝) ჯირაიას პირველი ნოველაა. მისი მთავარი გმირია ნარუტო, რომელიც თავგამოდებით იბრძვის, რათა ბოლო მოუღოს იმ “წყევლას”, რასაც გაუთავებელი ომიანობა და სიძულვილი წარმოადგენს.

ეს წიგნი ჯირაიამ ამეგაკურეს ობლებთან ცხოვრების პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერა, როდესაც იგი გამუდმებით დაეძებდა ირგვლივ დასადგურებული სიძულვილისთვის ბოლოს მოღების გზებს. წიგნის დაწერაში ჯირაიას ნაგატო დაეხმარა. ერთ დღეს მან ჯირაიას უთხრა, რომ მზადაა მუდამ იბრძოლოს მშვიდობისთვის, არასდროს დანებდეს და ბოლო მოუღოს ზემოთხსენებულ “წყევლას”. სწორედ ამიტომ, მთავარ პერსონაჟად ჯირაია ნაგატოს პიროვნებას შეარჩევს, მის სახელს – ნარუტოს კი რამენის ჭამის დროს მოიფიქრებს.

მინატო ნამიკაზე იმდენად მოიხიბლება წიგნით, რომ საკუთარ შვილს მთავარი გმირის სახელს დაარქმევს. აქედან გამომდინარე, ჯირაია ნარუტოს ერთგვარი ნათლიაცაა. გარდა ამისა, მინატო შენიშნავს, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟი მეტად აგონებს ჯირაიას.

აღსანიშნავია, რომ პეინად ქცეული ნაგატო სწორედ ამ წიგნის წყალობით მოეგება გონს და საკუთარ შეცდომებს გააცნობიერებს.

კომერციული თვალსაზრისით, ამბავი მეტისმეტად მამაც შინობზე მეტად წარუმატებელი აღმოჩნდება. მის პრეზენტაციაზე, სადაც ჯირაია ხელმოწერილი წიგნების გაცემას გეგმავდა, არავინ მივა. კატეგორია:ჯირაიას წიგნები

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button