გამოძახების ტექნიკა დრო-სივრცის ნინძიუცუს წარმოადგენს, რომლის მეშვეობით ცხოველებისა და ადამიანების ერთი ადგილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემა ხდება.
ტექნიკის შესასრულებლად რომელიმე ცხოველთან ხელშეკრულების დადებაა საჭირო, რაც უზარმაზარ გრაგნილს წარმოადგენს. ხელმომწერმა პირმა მასზე თავისი სისხლიანი თითების ანაბეჭდი უნდა დასვას, რითაც ხელშეკრულება ძალაში შედის. იგი გამომძახებლის სიკვდილით არ წყდება და ძალაშია მანამ, სანამ ფიზიკურად არ განადგურდება.
გამოძახების ტექნიკა იმ ხელით სრულდება, რაც ხელშეკრულებაზე აღბეჭდილი. მის შესასრულებლად საჭიროა მცირეოდენი სისხლი, რისთვისაც, როგორც წესი, ცერა თითს კბენენ ხოლმე, ხელის ნიშნების განსაზღვრული კომბინაცია და ხელის გულის იმ ადგილზე დაბჯენა, სადაც ტექნიკის შემსრულებელს ცხოველის გამოძახება სურს.
აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არაა, გამომძახებელს თავად ჰქონდეს ხელშეკრულება დადებული. საჭიროა ხელმომწერი პირის სისხლი, გამოსაძახებელი ცხოველის ბეჭედი და ჩაკრას სათანადო რაოდენობა.
თუმცა გამომძახებელთა უმრავლესობას ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ცხოველის გამოძახება შეუძლია, პეინი, ცხოველის გზის მეშვეობით, ერთდროულად რამდენიმე ცხოველისა და ადამიანის გამოძახებას ახერხებდა ისე, რომ ტექნიკის შესასრულებლად მას სისხლი არ სჭირდებოდა. სასკე უჩიჰა გველებსა და გიგანტურ ფრინველებს იძახებს, თუმცა, პეინისგან განსხვავებით, ერთ ჯერზე მას მხოლოდ ერთი სახეობის გამოძახება შეუძლია.
როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში, თუ პირი გამოძახების ტექნიკას ხელშეკრულების დადების გარეშე გამოიყენებს, იგი იმ ცხოველის მშობლიურ გარემოში აღმოჩნდება, ვისაც ყველაზე მეტად ჰგავს.
გამოძახების ტექნიკა ზოგჯერ სხვა, მასთან დაკავშირებული ტექნიკის შესასრულებლად გამოიყენება. მაგალითად, ასეთია ვიძახებ: საჭმლის საზიდრის გამანადგურებელს ტექნიკა. შებრუნებული გამოძახების ტექნიკის მეშვეობით ცხოველს თავისი გამომძახებლის გამოძახება შეუძლია
გამომყენებლები
ანკო მიტარაში (გველები)
დანზო შიმურა (ბაკუ)
ჰანზო (იბუსე)
ჰირუზენ სარუტობი (მაიმუნი მეფე: ენმა)
იტაჩი უჩიჰა (ყვავები)
ჯირაია (გომბეშოები)
კაბუტო იაკუში (გველები)
კაკაში ჰატაკე (ნინკენ)
კიდომარუ (კიოდაიგუმო)
კისამე ჰოშიგაკი (ზვიგენები)
მაიტო გაი (კუები)
მინატო ნამიკაზე (გომბეშოები)
მოტოი (ბუები)
ნარუტო უზუმაკი (გომბეშოები)
საკურა ჰარუნო (ლოკოკინები)
სასკე უჩიჰა (შავარდნები,გველები)
ოროჩიმარუ (გველები)
მეორე მიზუკაგე (მოლუსკი)
შიმა (გომბეშოები)
ტაიუია (დოკი)
ტემარი (კამატარი)
ცუნადე (ლოკოკინა)
ნაგატო უზუმაკი (გარეთა გზის დემონური ქანდაკება,კონანი,პეინის ექვსი გზა)
ობიტო უჩიჰა (გარეთა გზის დემონური ქანდაკება,კურამა)
მადარა უჩიჰა (გარეთა გზის დემონური ქანდაკება,კურამა)
ამაჩი (უმიბოზუ){ანიმე)
დისონასუ (ანიმე)
გენნო (უზარმაზარი ჩიტი ნინძა) (ანიმე)
კანდაჩი (ნიჟარას მეფე) (ანიმე)
კოზა კუბისუკი (ჰირომარი) (ანიმე)
რუიგა (რუიგას პირანიას სკოლა,რუიგას ზვიგენები) (ანიმე)
სუიკა (ობობა) (ანიმე)
ჯირობო (ქვის გოლემი) (ანიმე)
სუზუმებაჩი (ფუტკრები) (ანიმე)
ტონბიი (ღამურები) (ანიმე)
ჰირუკო (ფილმი)
იჩი (გველები) (ფილმი)
ნი (ლომი-კუ,ძაღლები) (ფილმი)
სან (ჩიტები)
იომიტო ჰირასაკა (თამაში)