დოძიუცუ (瞳術; ქართ. “თვალის ტექნიკა”) ისეთ თვალს ჰქვია, რაც მფლობელს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ანიჭებს. ასეთი თვალებით შესრულებულ ტექნიკასაც “დოძიუცუ” ეწოდება. ბიაკუგანის, შარინგანისა და რინნეგანის ერთობა სამ დიდებულ დოძიუცუდ (三大瞳術, სან დაიდოჯუცუ) იწოდება. ამგვარი თვალები პირს ან გენეტიკურად დაჰყვება, ან მას გადანერგვის შედეგად იძენს.
დოძიუცუ ძიუცუს ძირითად ტიპად არ მიიჩნევა. ყველა ცნობილი დოძიუცუ მფლობელს ერთ, ან რამდენიმე უნიკალურ შესაძლებლობას ანიჭებს, როგორიცაა გამჭოლი მხედველობა, თუ წინათგრძნობის უნარი. დოძიუცუს, როგორც თვალის, გამოყენება ხელის ნიშნებს არ საჭიროებს და, როგორც წესი, დიდი რაოდენობით ჩაკრას მოიხმარს.
გარდა სამი დიდებული დოძიუცუსი, სერიებში თვალის სხვა ტექნიკებიც გამოჩნდა. რანმარუს დოძიუცუ, რაც წითელ ფრად ანათებდა, მას გამჭოლ მხედველობასა და ბიაკუგანისგან დამალვის უნარს ანიჭებდა. შიონს, ფილმიდან ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი, სიკვდილის წინასწარმეტყველება შეეძლო, რა დროსაც მისი თვალების გარეგნობა იცვლებოდა.
შესაძლო დოძიუცუ
ზეცუს თვალებით დანახული მოვლენების “ჩაწერის” უნარი ჰქონდა. ამ ჩანაწერების “ყურება” მას ნებისმიერ დროს შეეძლო.
დაწყევლილი ბეჭდის მეორე ფაზაში გადასვლის შემდეგ კიდომარუს შუბლზე მესამე თვალი იხსნებოდა, რომლის წყალობით მას შეტევების მეტი სიზუსტით განხორციელება შეეძლო და, სავარაუდოდ, ჩაკრას ხედავდა.
ფილმში ნარუტო, ქარიშხლის ქრონიკები 3: ცეცხლის ნებისყოფის მემკვიდრეები კაკაში ჰატაკე ჰირუკოს ტექნიკის ზემოქმედების ქვეშ მოექცა. როგორც ჩანს, ამ ტექნიკის შესასრულებლად მსხვერპლის თვალებში ჩახედვაა საჭირო.
ანიმეში ერთ-ერთმა შინობმა როკ ლიზე თვალის ტექნიკა გამოიყენა და მისი მართვა შეძლო. ამ დროს მისი თვალის გუგა შევიწროვდა და სკლერაზე სისხლძარღვები გამოიკვეთა.
უჩიჰას კლანის წინაპრის თვალებს რინნეგანის მსგავსი გარეგნობა ჰქონდათ. მათ შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.