ახალი ამბებიდანაშაული

დნმ-ის ტესტირება FBI-ს დაეხმარება ძალადობრივი დანაშაულის აღმოფხვრაში

FamilyTreeDNA, პოპულარული დნმ-ის ტესტი მუშაობს FBI- სთან, რათა დაეხმაროს სააგენტოს ძალადობრივი დანაშაულის აღმოფხვრაში. პოლიტიკა, როგორც ჩანს, სცილდება კონფიდენციალურობის წესების იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვა მსხვილი კომპანიები დნმ-ტესტირებებში იყენებენ.

პარტნიორული შეთანხმების თანახმად, FBI-ს შეეძლება მონაცემთა ბაზაზე წვდომა იქონიოს მკვლელობის, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ძიებისას, აგრეთვე მსხვერპლის ამოცნობის შემთხვევებში.

BuzzFeed News-მა პირველმა განაცხადა FamilyTreeDNA-ის პოლიტიკის შესახებ. კომპანია იტყობინება, რომ სააგენტოსთან ითანამშრომლა ათზე მეტ შემთხვევაში.

კომპანიამ განაცხადა, რომ ლაბორატორია, სადაც FamilyTreeDNA-ის ტესტირებები ტარდება, იღებს დნმ-ის ნიმუშებს, რათა შეაგროვოს მონაცემები საეჭვო პირების შესახებ. ლაბორატორია FamilyTreeDNA-ის პრეზიდენტს – Bennett Greenspan-ს ეკუთვნის.

ლაბორატორია FBI-ზე მუშაობს, ქმნის „მონაცემთა პროფილებს“ სამართალდამცავი მტკიცებულებების ნიმუშებიდან. ამის შემდეგ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ მონაცემთა ბაზიდან ჩამოტვირთონ მონაცემები და დაიწყონ შესაბამისი პირის ძიება.

კომპანია აცხადებს, რომ FBI-ს თავისუფალი კონტროლის საშუალება არ აქვს გენეტიკურ მონაცემთა ბაზაზე, რათა არ დაირღვეს კონფიდენციალურობა. აუცილებელი ინფორმაციის გარდა ნებისმიერი მასალის მისაღებად საჭიროა სამართლებრივი ორდერი.

დნმ-ის ტესტირებებმა სამართალდამცავ ორგანოებს დახმარება გაუწია რამოდენიმე მაღალპროფილიან, გახმაურებულ საქმეში.

„ვიმედოვნებთ, შევძლებთ დანაშაულის აღკვეთას და სიცოცხლის გადარჩენას. ამის განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობის მაქსიმალურად დაცვა“ – ნათქვამია Greenspan-ის განცხადებაში

Source
www.overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button