ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ელვის მჭრელი

ელვის მჭრელი, იგივე რაიკირი ჩიდორის გაუმჯობესებული ვარიანტია, იგივე ეფექტებითა და დეფექტებით.

მიმოხილვა
როგორც ეს მაიტო გაიმ აღნიშნა, ძიუცუმ სახელი მას შემდეგ მიიღო, რაც კაკაშიმ მისი მეშვეობით ელვა გადაჭრა. ელვის მჭრელი ჩიდორისთან შედარებით ჩაკრას უკეთ კონტროლს მოითხოვს, რაც მის გარეგნობაშიც ჩანს. გარეგნულად ჩიდორი თეთრი ფერის ელექტრული ჩაკრაა, რასაც გამომყენებელი ხელით წარმოქმნის, რაიკირის კი ანიმეში ლურჯი ფერიც ურევია და ის ჩიდორიზე უფრო ძლიერია. 1-ლ ნაწილში კაკაშის ელვის მჭრელის გამოყენება დღეში ოთხჯერ შეეძლო, მე-2 ნაწილში კი მას ტექნიკის შესრულება დღეში სულ მცირე ექვსჯერ შეუძლია.

გამოყენება
კაკაშიმ ელვის მჭრელის ფორმირების და გამოყენების სხვადასხვა გზა გამოიგონა. ოროჩიმარუსთან ბრძოლისას მან ელვის მჭრელი ხელის ნიშნების გარეშე შექმნა, კაკუზუსთან ბრძოლის დროს კი ის ორივე ხელით გამოიყენა, რათა კაკუზუს ელვის გამოშვება: ყალბი სიბნელე გაენეიტრალებინა.კუნაის მეშვეობით კაკაშიმ ძიუცუს მოქმედების არე გაზარდა. რაიკირით დამუხტულ კუნაის კლდის გამტვრევა შეუძლია ტრაექტორიისა და იმპულსის დაკარგვის გარეშე.

ობიტოს ორივე თვალისა და ექვსი გზის განდეგილის ძალის ნაწილის მიღების შემდეგ კაკაშიმ რაიკირი გააძლიერა და მისით თითქმის კაგუია ოცუცუკის მარჯვენა ხელი გადაჭრა.

წვრილმანები
სახელი „რაიკირი“ ცნობილი სამურაის – ტაჩიბანა დოსეცუს (立花道雪, ტაჩიბანა დოსეცუ) შესახებ არსებული მითიდან მომდინარეობს. ტაჩიბანას ჰქონდა ხმალი, სახელად „ჩიდორი“. ერთ წვიმიან დღეს იგი ხის ქვეშ იყო შეფარებული. მოულოდნელად მას ელვა დაეცა. ჩიდორის გამოყენებით ტაჩიბანამ ელვაში მყოფი ელვის ღმერთი გადაჭრა და ამგვარად გადაირჩინა თავი. ამ ინციდენტის შემდეგ მან თავის ხმალს „რაიკირი“ ანუ „ელვის მჭრელი“ დაარქვა.
ფილმში ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი: ცეცხლის ნებისყოფა ჰირუკომ კაკაშის რაიკირის მოქმედების არე გააფართოვა და ის ნარუტოს ჩრდილის კლონების წინააღმდეგ გამოიყენა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button