ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – რინნეგანი

რინნეგანი (輪廻眼, ქართ. სამსარა თვალი) სამი დიდებული დოძიუცუდან (三大瞳術, სან დაიდოძიუცუ, ქართ. სამი დიდებული თვალის ტექნიკა) ერთ-ერთია და მათ შორის უძლიერესია. გარეგნულად ასეთი თვალი იასამნისფერია და მასზე კონცენტრული წრეებია გამოსახული.

რინნეგანის პირველი მფლობელი ექვსი გზის განდეგილი იყო. საუკუნეებთან ერთად, განდეგილის მსგავსად, რინნეგანიც ლეგენდად იქცა და მისი არსებობა საეჭვო გახდა. მოგვიანებით, სენჯუს დეენემის წყალობით, მადარა უჩიჰამ იგი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში გაიაქტიურა, სიკვდილის წინ კი იგი ნაგატოს მისცა. მოგვიანებით, მადარას ერთ-ერთი რინნეგანი ობიტო უჩიჰამ კონანთან ბრძოლაში დაკარგული შარინგანის ნაცვლად ჩაისვა.

რინნეგანის მფლობელს ნებისმიერი ნინძიუცუს გამოყენება შეუძლია. არსებობს თქმულება, რომ არეულობის პერიოდში ზეციდან განსაკუთრებულ ადამიანს გზავნიან ხოლმე, რათა ან მსოფლიოს მშვიდობა მოუტანოს, ან ყოველივე გაანადგუროს, ამიტომ ასეთ თვალებს „ზეციურ, ღვთაებრივ იარაღს“ ეძახდნენ. მეოთხე მსოფლიო ომში უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციით გაცოცხლებულმა მადარა უჩიჰამ მუდმივი მანგეკიო შარინგანის რინნეგანად გარდაქმნა შეძლო.

შესაძლებლობები
რინნეგანის წყალობით მის მფლობელს ექვსი გზის ტექნიკის გამოყენება შეუძლია. შარინგანის მსგავსად, კუდიანი ურჩხულების მართვა რინნეგანითაცაა შესაძლებელი, რაც ჩაკრას ჯაჭვებითა და მიმღებებით ხდება. ასეთი თვალების მფლობელს ჩაკრას ბუნების ხუთივე ტრანსფორმაციაზე მიუწვდება ხელი, რაც მას ყველანაირი ნინძიუცუს გამოყენების პოტენციალს ანიჭებს. რინნეგანის მეშვეობით უხილავი ჩაკრას, ბარიერების დანახვა და ექვსი გზის განდეგილის ფირფიტაზე ამოტვიფრული საიდუმლო ტექსტის წაკითხვაა შესაძლებელი. რინნეგანის მფლობელს გარეთა გზის დემონური ქანდაკების მართვა შეუძლია.

პეინის ექვსი გზა
ჰანზოსთნ ბრძოლის შემდეგ, ჩაკრას მიმღებებისა და ადამიანების გვამებით ნაგატომ პეინის ექვს გზა შექმნა. იგი ექვსივე პეინისა და ცხოველის გზის მიერ გამოძახებული ცხოველების ერთდროულად მართვას ახერხებდა. უცნობი ტექნიკის წყალობით, ნაგატომ ყოველ მათგანს უბოძა რინნეგანი, რის შედეგადაც მათი თვალებით დანახვა შეძლო. გარეთა გზის ტექნიკით იგი ქვესკნელის მეფესთანაც იზიარებდა ხედვის ველს. მოგვიანებით, ანალოგიური ტექნიკის გამოყენებით, ყოფილი ჯინჩურიკების სხეულებისგან საკუთარი ექვსეული ტობიმაც შექმნა.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button