ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – ხელის ნიშნები

ნიშნები (印, ქართ. “ბეჭდები”) ძიუცუს შესრულების მიზნით ჩაკრას საჭირო რაოდენობის დასარეგულირებლად გამოიყენება. ნინძიუცუსა და გენძიუცუსგან განსხვავებით, ტაიძიუცუს შესასრულებლად ხელის ნიშნების გამოყენება არაა საჭირო.

ყოველი ტექნიკის გააქტიურებას ხელის ნიშნების განსხვავებული კომბინაცია სჭირდება, რის გამოც მათი დამახსოვრებაა საჭირო. დახელოვნებული შინობი გაცილებით ნაკლებ ნიშანს იხმარებს, ვიდრე საშუალო დონის შინობი. მაგალითად, წყლის დრაკონის ტყვიის ტექნიკის შესრულებას 44 განსხვავებული ხელის ნიშანი სჭირდება, რასაც ტობირამა სენჯუ ერთადერთი ნიშნის გამოყენებით ახერხებდა. სასკე უჩიჰა ჩიდორის ხელის ნიშნების დაუხმარებლად იყენებს, ცეცხლის გამოშვების ტექნიკების შესრულება კი მას ერთადერთი ნიშნის გამოყენებით შეუძლია.

როგორც წესი, ხელის ნიშნები ორივე ხელით სრულდება. მხოლოდ ჰაკუ და გურენი იყენებდნენ ერთ ხელს.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button