ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – წყლის გამოშვება

წყლის გამოშვება (水遁, სუიტონ) ბუნების გარდაქმნის ხუთი ძირითადი ტექნიკიდან ერთ-ერთია. მისი მეშვეობით როგორც არსებული წყლის მართვა, ისევე მისი წარმოქმნაა შესაძლებელი, რაც ჩაკრას წყლად გარდაქმნით ხდება. წყლის გამოშვების ტექნიკების შესრულება გაცილებით ადვილია წყალთან სიახლოვეს. უწყლო ადგილებში კი მხოლოდ მეტად დახელოვნებულ შინობებს შეუძლიათ წყლის წარმოქმნით გამანადგურებელი ძალის მქონე ტექნიკების გამოყენება. წყლის გამოშვება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოქნილი ელემენტია. მისი მეშვეობით წყლის არა მხოლოდ ფორმის, არამედ მდგომარეობის შეცვლა, რაც მის ნისლად გარდაქმნას გულისხმობს, და მისი სიმკვრივის გაზრდაა შესაძლებელი. წყლის გამოშვება განსაკუთრებით კირიგაკურეს შინობისთვისაა დამახასიათებელი. ამ ელემენტის ტექნიკების დამანგრეველი ეფექტი ძირითადად წყლის ზვირთების დიდი ძალით შეჯახებით მიიღწევა, რასაც ადამიანისთვის სასიკვდილო დაზიანებების მიყენება შეუძლია.

ტობირამა სენჯუ წყლის გამოშვების ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ გამომყენებლადაა მიჩნეული.

ურთიერთობა სხვა ელემენტებთან
წყალი ცეცხლზე ძლიერია, რადგან მისი ჩაქრობა შეუძლია, თუმცა მიწაზე სუსტია, რომელიც მასზე გაცილებით მტკიცეა. წყლის გამოშვების ელვასთან შერწყმა ამ უკანასკნელის ეფექტს ზრდის, რადგან წყალი ელექტრობის კარგ გამტარს წარმოადგენს. ქარის გამოშვება წყლის გამოშვების დამანგრეველ ეფექტს ზრდის. წყლის გამოშვება კეკკეი გენკაი ყინულის გამოშვების, ხის გამოშვების, შტორმის გამოშვებისა და დუღილის გამოშვების ერთ-ერთი კომპონენტია. უტაკატას საპნის ბუშტის ნინძიუცუ წყლის გამოშვების სახესხვაობა უნდა იყოს.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button