ხელოვნური ინტელექტის საშუალებით Facebook-ი გამოიცნობს სად აპირებთ წასვლას ამ დრომდე განხორციელებული გადაადგილებების ანალიზის საფუძველზე
ნეიროქსელი პროგნოზირებს, სად შეიძლება წავიდეს ადამიანი, იმის მიხედვით, თუ სად გადაადგილდებოდა ამ დრომდე მსგავს ვითარებაში. მაგალითად, თუკი მომხმარებელი სპორტდარბაზში იმყოფება, ალგორითმი აფასებს იმის ალბათობას, წავა თუ არა იგი აქედან რესტორანში.
თუკი განისაზღვრება, რომ წასვლის ალბათობა დიდია, ხელოვნური ინტელექტი ამ ადამიანის Faceebook-ის სიახლეების შეტყობინებებში დაამატებს რეკლამას უახლოესი რესტორნის ან იმ დაწესებულების შესახებ, სადაც მომხმარებელი ამ დრომდე უკვე იყო ნამყოფი.
გადაადგილების განსაზღვრის მეორე ტიპი ეყრდნობა ფართო მონაცემებს – ალგორითმი აანალიზებს მომხმარებლების ინფორმაციას Wi-Fi-ს, Bluetooth-ის, ფიჭური კავშირის და NFC-ჩანიშვნების საფუძველზე. ამის შემდეგ, ნეიროქსელი ჯგუფებად აერთიანებს მომხმარებლებს. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ერთ კინოთეატრში იმყოფებოდნენ და ახლო-მახლო Starbucks-ს ეძებენ, ერთ კატეგორიაში გაერთიანდებიან. თითოეულ მათგანს ხელოვნური ინტელექტი წარუდგენს უახლოეს ადგილას მდებარე Starbucks-ის რეკლამას, რადგან არის ალბათობა, რომ ეს ადამიანები ფილმის ყურების შემდეგ იქ გაემართებიან.