![გალაკტიონ ტაბიძე უცნობი](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2022/09/გალაკტიონ-ტაბიძე-უცნობი.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე უცნობი
სდგას, თითქო ბოჭავს
კოშმარი – ჯადო
და მისი სახის
ამბობს იერი:
ხვალესაც წყევლით
უნდა უცადო,
შავი სინათლე
მოვა ცბიერი,
რომ განიცადო
და კვლავ უწოდო –
არარაობა!
სიცალიერე!
სდგას, თითქო ბოჭავს
კოშმარი – ჯადო
და მისი სახის
ამბობს იერი:
ხვალესაც წყევლით
უნდა უცადო,
შავი სინათლე
მოვა ცბიერი,
რომ განიცადო
და კვლავ უწოდო –
არარაობა!
სიცალიერე!