პოეზია

ჯაბა გორგილაძე – პოეტი

პოეტი, მუზა, რითმები…

ნათქვამი, ნასამართალი,

გულია ამის უფროსი,

მთქმელი და სიტყვა მართალი.

თვით კრიტიკოსი რაინდი,

ნუთუ ყოველგან მართალი,

ლექსის სათქმელი ვერა ცნო,

მხოლოდ დათვალა მარცვალი.

პოეტი არის პოეტი,

სიტყვა ხალხისა სათქმელი,

მუზა უფლისა ჯილდოა,

გულიდან ამონამღერი.

და მეც ერთ-ერთი მკითხველი,

სულისა საზრდოებითა,

მიყვარს პოეტის სიტყვები,

ნათქვამი გულის ყურითა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button