ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიდანაშაული

Coinbase და OKCoin XRP ტოკენით ვაჭრობას შეაჩერებენ SEC-ის სარჩელის გამო

კრიპტო ბირჟა Coinbase დახურავს XRP ტოკენებით ვაჭრობას ყველა რეგიონის მომხმარებლებისთვის. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პლატფორმა OKCoin-მაც. 

image.png

”Coinbase გეგმავს XRP-ით ვაჭრობის მთლიანად შეჩერებას სამშაბათს, 2021 წლის 19 იანვარს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ამჟამად ამერიკული ბირჟა გახლავთ ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელმაც XRP-ის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მასზე მოდის ტოკენებით გლობალური ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით 8.5%. 

მომხმარებლები შეინარჩუნებენ წვდომას საფულეებთან და მიიღებენ Spark მონეტებს, როგორც Aridrop-ს. ასევე შენარჩუნდება ტოკენის მხარდაჭერა კასტოდიალურ სერვისებზე -Coinbase Custody და Coinbase Wallet. 

image.png

”ჩვენ გავაგრძელებთ XRP-ის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და ვაცნობებთ მომხმარებლებს, როდესაც მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი”, – განაცხადეს Coinbase-ში. 

ბირჟა OKCoin შეაჩერებს ვაჭრობას და XRP დეპოზიტების მიღებას 2021 წლის 4 იანვრიდან შემდგომ შეტყობინებამდე. ყველა სხვა ფუნქცია იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში. 

image.png

სავაჭრო პლატფორმამ XRP / USD ბაზარზე მარგინალური ვაჭრობის მონაწილეებს სთხოვა 3 იანვრამდე დააბრუნონ ნასესხები თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტიური სესხის პოზიციები ლიკვიდირდება. 

CoinGecko-ს თანახმად, XRP-ს ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 55,1%-ით დაეცა. ტოკენის ფასი ამჟამად 0,23 აშშ დოლარია. 

მანამდე XRP ტოკენებით ვაჭრობა აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის შეჩერდა რამდენიმე მსხვილ პლატფორმაზე, მათ შორისაა Galaxy Digital, Bitstamp და B2C2. 

აქტივების მმართველმა კომპანიამ Bitwise Asset Management-მა თავის ფლაგმანურ საინდექსაციო ფონდ Bitwise 10 Crypto Index Fund-იდან გამორიცხა ტოკენი. 

საგადახდო პლატფორმა Crypto com XRP ტოკენს გამორიცხავს 2070 წლის 19 იანვრიდან აშშ-ის რეზიდენტების მხარდაჭერილი აქტივების სიიდან. 

image.png

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) შეიტანა სარჩელი კომპანია Ripple-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსისა და მისი თანადამფუძნებლის, კრის ლარსენის წინააღმდეგ. დეპარტამენტის ცნობით, კომპანია შვიდი წლის განმავლობაში ყიდიდა არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს ტოკენის სახით და ამ დროისთვის 1 მილიარდ 300 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button