Hi-Techავტომობილიახალი ამბები

Ducati-ს და Lamborghini-ს ერთობლივი ელიტარული მოტოციკლი – Diavel 1260

ორი ცნობილი იტალიური ბრენდის – საავტომობილო Lamborghini-სა და მოტოგიგანტ Ducati-ს ერთობლივი ძალისხმევის პირველი ნაყოფი გახლავთ ჰიბრიდული სუპერ მანქანა Sian FKP 37 800 ცხენის ძალის მქონე ძრავით, რომელიც წარდგენილ იქნა 2019 წელს. 

სულ 63 მანქანა იქნა წარმოებული, რაც სიმბოლურად მიუთითებს ელიტური სუპერმობილების მწარმოებელი კომპანიის დაარსების წელზე – 1963 წ. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა მათგანი პრემიერამდე გაიყიდა – თითოეული 2 მლნ აშშ დოლარად. 

თანამშრომლობის ფარგლებში შემდეგი ნაბიჯი გახდა სუპერმოტოციკლ Ducati Diavel 1260-ის გამოშვება. იგი აღჭურვილია 1.3-ლიტრიანი, 162 ცხენის ძალა სიმძლავრის ძრავით. აქვს სამუხრუჭე მექანიზმი Brembo, რეგულირებადი ამორტიზატორები Ohlins და ელექტრო კომპონენტების სრული ნაკრები. 

image.jpeg

ორივე კომპანიის დიზაინერებმა იზრუნეს, რომ მოტიციკლსა და ავტომობილს ერთნაირი ფერი ჰქონოდათ – პირველ რიგში ეს შეეხო საბურავებს. Diavel 1260 შეღებილია იმავე „Gea Green“ საღებავით, რომლიტაც Sian, დამატებულია შეფერილობა „Electrum Gold“ საბურავის დისკებსა და ჩარჩოებზე. 

Ducati-მ შეცვალა პრაქტიკულად პლასტმასის ყველა დეტალი ნახშირბადის ბოჭკოს ანალოგებით, დეტალებს შორისაა ცენტრალური ავზის საფარი, ჰაერამღები, სავარძლები, შხეფამრიდი, ფარების ბუდე და ძრავის სპოილერი, რის შედეგად წინა მოდელ Diavel 1260S-თან შედარებით წონა რამდენიმე კილოგრამით შემცირდა. 

უკვე ცნობილია, რომ გამოვა 630 მოტოციკლი. მიწოდების ვადები და ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება.  

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button