კრიპტოვალუტებით გადახდა ფიზიკური სავარჯიშოებისთვის
დიდი კორპორაციები დიდი ხანია დაინტერესებულნი არიან ბლოკჩეინით. 2020 წელს კომპანია Microsoft-მა დააპატენტა მაინინგის საკუთარი სისტემა ფიზიკური აქტივობის საფუძველზე.
პატენტის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ კირპტოვალუტების მიღება ფიზიკური და მენტალური აქტივობების შედეგად. დოკუმენტში ნათქვამი არ არის გამოიყენებს კომპანია არსებულ მონეტებს თუ შექმნის საკუთარ ტოკენს ამ მიზნებისათვის.
კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად, მომხმარებელს მოუწევს სხეულს დაუკავშიროს სპეციალური სენსორები, რომლებიც აკონტროლებენ გულისცემას, ტვინის აქტივობას და სხვა პარამეტრებს. შეგროვებული ინფორმაცია განსაზღვრავს რას აკეთებს ადამიანი მოცემულ მომენტში. თუ იგი ასრულებს მითითებულ ამოცანას, მაგალითად, 3 ათასი მეტრის გარბენას ან უყურებს ვიდეორგოლს, იგი ჯილდოდ მიიღებს კრიპტოვალუტას.
სამწუხაროდ, პატენტის არსებობა ჯერ არ იძლევა გარანტიას ასეთი ტექნოლოგიის სწრაფად ამოქმედების შესახებ. ამასთან, ეს არ არის Microsoft-ის ერთადერთი კრიპტო ინიციატივა. პორტალი Social.Bet-ის რედაქციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კორპორაციამ ადრე ინვესტიცია ჩადო Bakkt-ში.