Tesla-მ დაიწყო USB-ფლეშ ბარათების გაყიდვა. ისინი Samsung-ის მსგავსია, თუმცა Tesla-ს ლოგოტიპით და უფრო ძვირი
Tesla-მ დაიწყო საფირმო USB-ბარათების გაყიდვა, რომლებიც განსაკუთრებულად ყურადღებიანმა გულშემატკივრებმა 2021 წლის Model 3-ისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლებში შენიშნეს. შესაძლოა, ამის მიზეზი გულშემატკივრების რჩევა იყო. მაგალითად, ჟურნალისტმა Johnna Crider-მა გადაიღო ვიდეოს სკრინშოტი და Twitter-ზე ილონ მასკს მიწერა, რომ კარგი იქნებოდა ასეთი აქსესუარების გაყიდვა Tesla-ს მაღაზიაში.
ცოტა ხნის წინ Tesla-მ მართლაც დაიწყო თავის მაღაზიაში ორიგინალური USB-ფლეშკების გაყიდვა, რომელთა მოცულობა 128 გიგაბაიტია (ეს მოცულობა ორჯერ მეტია იმ ბარათებთან შედარებით, რომლებიც ახალი მანქანების კომპლექტაციაში შედის). აშშ-ში ფლეშ-ბარათის ფასი 35 აშშ დოლარია და მასში შედის მიწოდების საფასური. შეფუთვა, რომლითაც წარმოდგენილია ბრელოკი, გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინითა და დამზადების ხარისხით.
მსგავსი სტილის ორიგინალი ფლეშ-ბარათი გამოდის Samsung-ის ბრენდის ქვეშ და Amazon-ზე ღირს თითქმის ორჯერ იაფი – 19.99 აშშ დოლარი. თუმცა მასზე არ არის მთავარი – Tesla-ს ლოგოტიპი და ლამაზი შეფუთვა, რომელიც გადასაგდებად დასანანია.
უცნობია, მართლაც შენიშნა თუ არა მარკეტინგის დეპარტამენტმა თაყვანისმცემლების მესიჯები, თუ გადაწყვეტილება წინასწარ იქნა მიღებული, თუმცა ილონ მასკი ცნობილია თავისი კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციის უჩვეულო მიდგომით. მაგალითად, მან ცოტა ხნის წინ დაიწყო ტეკილას გაყიდვა – ყველაფერი დაიწყო საპირველაპრილო ხუმრობით.