ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის თვიური მაჩვენებელი 2017 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დაიხურა 13 ათას აშშ დოლარზე

ოქტომბრის შეჯამებით, თვიურ გრაფიკში Bitcoin-ის მაჩვენებელი 2017 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დაიხურა 13 ათას აშშ დოლარიანი ნიშნულით. 

ბირჟა Bitstamp-ის გრაფიკის თანახმად, 2017 წლის დეკემბერში Bitcoin-ის მაჩვენებლად დაფიქსირდა 13 880 აშშ დოლარი, მიმდინარე წლის ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი კი 13 816 აშშ დოლარია. 

image.png

BTC/USD-ის თვიური გრაფიკი TradingView-ს მიხედვით 

გასულ თვეში არსებული ისეთი ნეგატიური მოვლენების მიუხედავად, როგორიც იყო აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) სარჩელი BitMEX-ის წინააღმდეგ და OKEx-ზე თანხის გატანის გაყინვა, Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. 

მიმდინარე წელს პირველი კრიპტოვალუტისთვის ოქტომბერი აღმოჩნდა ყველაზე დადებითი თვე აპრილის შემდეგ, როდესაც მოხდა ბაზრის აღდგენა მარტისეული ვარდნის შემდეგ. 

ტრეიდერები ხშირად განიხილავენ თვის მაჩვენებელს აქტივის გრძელვადიანი და მაკრო-ტრენდების შეფასებისთვის. ფსიქოლოგიური დონის მკაფიო გარღვევა, მაგალითად Bitcoin-ის 13 ათას აშშ დოლარიანი ნიშნულის შემთხვევაში, როგორ წესი მიუთითებს ტექნიკურად აღმასვლას. 

შეგახსენებთ, შაბათს, 31 ოქტომბერს, Bitcoin-ის ფასმა განაახლა 2020 წლის მაქსიმუმი 14 ათას აშშ დოლარს ზემოთ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button