5 ყველაზე პოპულარული აკრძალული ფილმი
ამობობენ რომ ყველა სახის პოპულარობა კარგია. ფაქტია რომ ზოგიერთმა ფილმმა ხალხის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო რაც აკრძალეს. წარმოგიდგენთ აკრძალული ფილმების საუკეთესო ხუთეულს.
მექანიკური ფორთოხალი
ფილმი რომელიც ენტონი ბერჯესის იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული, ცნობილია ძალადობით სავსე სცენებით.
ფილმის სიუჟეტი დისტოპიურ მომავალში ვითარდება. სადაც ალექსი, ქარიზმატული პროტაგონისტი დაპატიმრებულია და გაგზავნილია სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც კრიმინალის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
ძალადობის და გაუპატიურების სცენების სიუხვის გამო ფილმი 30 წელზე მეტხანს იყო აკრძალული ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირლანდია და სინგაპური.
ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხებით
ფილმი დღემდე ერთერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებულია საშინელებათა ჟანრში. აიკრძალა მრავალ ქვეყანაში ბოროტების და ძალადობის მძაფრად გამოხატვის გამო. ზოგიერთ ქვეყანაში კი ცენზურაში გატარებული ვერსიები იქნა ნაჩვენები.
ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
იესო ქრისტეს ცხოვრების ეკრანზე გადმოტანა ყოველთვის დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მარტინ სკორსეზეს ფილმში წარმოდგენილია ქრისტეს ადამიანური ვნებები, მას შორის სექსუალური სახისაც. მიუხედავად იმისა რომ ფილმი ბიბლიურ სიუჟეტს ემიჯნება, ის მაინც შეურაცმყოფელად მიიღეს. ფილმი გამოსვლისთანავე აიკრძალა ისრაელში. ხოლო სინგაპურში მას ვერასდროს აჩვენებენ.
მონტი პაიტონის ბრაიანის ცხოვრება
კიდევ ერთი ფილმი რომელიც ქრისტეს ეხება. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს ბრაიანზე, რომელიც ბეთლემში დაიბადა, ქრისტე შობის დღეს, ქრისტეს მეზობლად. ის მთელი ცხოვრება ეშლებოდათ ქრისტეში. ფილმი ერთერთი ყველაზე პოპულარული და დაფასებული კომედიაა. თუმცა 28 წელი იყო აკრძალული ინგლისის ქალაქ ტორბეიში.
სამეფო ბრძოლა
ფილმი 2000 წელს გამოვიდა იაპონიაში და სიუჟეტით ძალიან ჰგავს შიმშილის თამაშებს. სტუდენტების ჯგუფს კუნძულზე აგზავნიან სადაც გასამარჯვებლად ერთმანეთი უნდა დახოცონ. ფილმი ძალადობის სცენებთან ერთად სავსეა შავი იუმორით, რამაც ის საკულტოდ აქცია. ის რჩება ერთერთ ყველაზე წარმატებულ იაპონურ ფილმად. თუმცა დღემდე აკრძალულია გერმანიაში.