Swipe-მა გამოუშვა აშშ-ში პირველი კრიპტოსავალუტო საკრედიტო ბარათი
აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა კომპანია Swipe-ის ახალი პროდუქტი – კრიპტოსავალუტო საკრედიტო ბარათი LendFi Visa Card, რომელშიც DeFi-პროტოკოლებია გამოყენებული.
Swipe-ის საგადახდო ბარათის ემიტენტმა შეიმუშავა ახალი გადაწყვეტილება საგადახდო კომპანია Marqeta-სთან თანამშრომლობის შედეგად. მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საკრედიტო საშუალებები იგზავნება ბარათზე და ხელმისაწვდომი ხდება ოპერაციის განხორციელებისთანავე.
LendFi Visa Card დაკავშირებულია დეცენტრალიზებულ პლატფორმა LendFi-სთან. ვირტუალური ბარათი გაიცემა პიროვნებისა და შეტანილი განაცხადის ვერიფიკაციის პროცედურების გავლის შემდეგ. სურვილისამებრ მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ ფიზიკური ბარათიც.
შეგახსენებთ, 2020 წლის ივლისიდან მოყოლებული Swipe ეკუთვნის კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-ს. გარიგების ფარგლებში პლატფორმამ მიიღო SXP ტოკენების ნაწილი, Swipe-ზე კი დაემატა BNB ტოკენის მხარდაჭერა.
ადრე პროცესინგ-სერვის Wirex-მა დააანონსა Mastercard-ის მხარდაჭერის მქონე ბარათის გამოშვება ევროპის ეკონომიკური ზონის მომხმრებლებისთვის. იგი დაკავშირებული იქნება 19 კრიპტოვალუტასა და ფიატურ აქტივებთან.