პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ხვალემ იზრუნოს ხვალისა
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
ღვინომ აიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!
არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა;
წყალმა წაიღოს დიდება,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
გულმა მიიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!